[vc_row][vc_column][vc_row_inner][vc_column_inner][vc_column_text]

8 დეკემბერს კლუბი KHIDI ბერლინში დაფუძნებულ ლეიბლ Aufnahme + Wiedergabe-ს უმასპინძლებს. 115 რელიზი, ჟანრობრივი მრავალფეროვნება და შთამბეჭდავი არტისტების სია. ეს იმ მიღწევათა მცირე ნაწილია, რასაც Aufnahme + Wiedergabe-მ დაახლოებით 7 წელში მიაღწია. დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ A + W ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კულტურული მნიშვნელობის მქონე ლეიბლია. პოსტ-პანკი, ჰარდკორი, EBM, ინდუსტრიული, მინიმალ ვეივი, ქოლდვეივი, ტექნო… ეს იმ ჟანრების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც ლეიბლზე შევხვდებით. ერთი შეხედვით დაბალი კომერციული ღირებულების მუსიკალური პორტფოლიო, ლეიბლის შემთხვევაში წარმატების გარანტი აღმოჩნდა. Aufnahme + Wiedergabe-ს რელიზების უმეტესობა დაანონსებიდან რამდენიმე დღეში სრულად იყიდება, შედეგად ლეიბლზე გამოსული ფირფიტების ნაწილი კოლექციონერებისთვის იშვიათი საგანძურია. დაარსებიდან 7 წელში თამამად შეიძლება ითქვას, რომ Aufnahme + Wiedergabe-მ თავის პირველად დანიშნულებას ბევრად გადააჭარბა. ლეიბლი, რომელიც საწყის ეტაპზე მხოლოდ ერთი კონკრეტული კასეტის გამოცემას ისახავდა მიზნად, დღეს ბერლინის (და არამარტო) EBM რევოლუციის სათავეში დგას.[/vc_column_text][/vc_column_inner][/vc_row_inner][vc_empty_space][vc_row_inner][vc_column_inner][vc_single_image image=”10597″ img_size=”full” alignment=”center” css_animation=”zoomIn”][/vc_column_inner][/vc_row_inner][vc_empty_space][vc_column_text]უეცარი პოპულარობა და აღიარება ელექტრონულ ინდუსტრიაში ლეიბლის დამაარსებლის, Phillip Strobel-ისთვისაც დიდი მოულოდნელობა იყო. თავდაპირველი მიზანი, როგორც Strobel-ი ამბობს, საკუთარი მეგობრის, Gabriel Brero-ს მუსიკის ფართო საზოგადოებისთვის წარმოჩენა იყო. „ლეიბლის წამოწყების მიზანი ერთი კონკრეტული რელიზი იყო, რადგან ვთვლიდი, რომ La Fete Triste-ს მუსიკა ფართო საზოგადოებისთვისაც საინტერესო აღმოჩნდებოდა. მე ვთვლიდი, რომ ეს იყო ერთჯერადი პროექტი მეგობრებს შორის, თუმცა შემდეგში ლეიბლმა რეგულარული სახე მიიღო“. Aufnahme + Wiedergabe სავარაუდოდ რიგითი ერთჯერადი პროექტი იქნებოდა, რომ არა La Fete Triste-ს რელიზისადმი მიძღვნილი ღონისძიება. შოუს შემდეგ Strobel-თან რამდენიმე არტისტი შემოთავაზებით მივიდა, ერთ-ერთი მათგანი კი მომავალში ლეიბლის ჟღერადობის განმსაზღვრელი ბენდის, Die Selektion-ის წევრი იყო. „სწორედ იმ მომენტში გადავწყვიტე, რომ A + W დიდ მასშტაბებზე გასულიყო. მალევე ვთხოვე Gabriel-ს ლეიბლის ორგანიზებაში დახმარება, ხოლო 2013 წელს Julia Meusel-იც შემოგვიერთდა.“ თავიდან, ლეიბლი ძირითადად DIY მიდგომას ამჯობინებდა, მაგრამ ლეიბლის ზრდასთან ერთად Aufnahme + Wiedergabe-ზე ფირფიტების გამოცემაც დაიწყეს, შესაბამისად ყველა რელიზის სახლში ჩაწერა და გამრავლება შეუძლებელი გახდა. „ჩვენ ვეძებთ სპეციფიკურ ესთეტიკას და არა კონკრეტულ მუსიკალურ ჟანრებს“. Phillip Strobel-ის ეს ციტატა ზუსტად ასახავს Aufnahme + Wiedergabe-ს იდენტობას.[/vc_column_text][vc_empty_space][/vc_column][/vc_row][vc_row][vc_column][vc_row_inner][vc_column_inner][vc_video][/vc_column_inner][/vc_row_inner][vc_empty_space][vc_column_text]უდიდეს მუსიკალურ კატალოგში ჟანრობრივად კარდინალურად განსხვავებულ პროექტებს ვხვდებით, თუმცა ლეიბლი ყოველთვის ინარჩუნებს საერთო ესთეტიკას, რომელიც, როგორც Lebanon Hannover-ის ქოლდვეივ რომანტიკაში, აგრეთვე Phase Fatale-ის აგრესიულ, ინდუსტრიულ ჟღერადობაში იგრძნობა. ჟანრობრივი ლიმიტაციების თავიდან არიდებით A + W ფართო მასშტაბებზე გავიდა, მაგრამ მსმენელმა ყოველთვის იცის, თუ რა შეგრძნებას დატოვებს ლეიბლის ყოველი მომდევნო რელიზი. ლეიბლის იდენტობის კიდევ ერთი განმსაზღვრელი მინიმალური ესთეტიკაა, რომელიც უკანასკნელ 7 წელში ლეიბლის დიზაინის მუდმივი თანმდევია. დაწყებული ლეიბლის დასახელებიდან, დამთავრებული რელიზების დიზაინით, ლეიბლი თავისი პრინციპების ერთგული დარჩა. Aufnahme + Wiedergabe-ს თარგმანია „ჩაწერა + დაკვრა“ – კასეტის ჩამწერის ორი ღილაკი, თუმცა დასახელებას უფრო ღრმა მნიშვნელობაც აქვს.90-იანების გერმანულმა ბენდმა, Haus Arafna-მ უდიდესი გავლენა იქონია Strobel-ის მუსიკალური ხედვის ჩამოყალიბებაზე. ბენდის მაისურმა, რომელზეც “Aufgabe + Hingabe” ეწერა, Phillip-ს უბიძგა, რომ ლეიბლისთვის Aufnahme + Wiedergabe დაერქვა.
Aufnahme + Wiedergabe-ს შოუქეისის ფარგლებში მსმენელს ექნება შანსი მოისმინოს სამი DJ სეტი, ტექნო/ინდუსტრიული სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერი და DJ – Ancient Methods, KHIDI-ს რეზიდენტი – Phase Fatale და ზემოთ მრავალჯერ ნახსენები, A + W-ს სულისჩამდგმელი – Phillip Strobel. აგრეთვე ორი ლაივ პერფორმანსი ლეიბლის რეგულარული წევრების, Blush Response-ისა და SΛRIN-ის შესრულებით.[/vc_column_text][vc_empty_space][/vc_column][/vc_row]