Close
  • No products in the cart.
back to top

Broken English Club Interview

Q: ბოლო წლებში ქართველი მოცეკვავეებისთვის რამდენჯერმე დაუკარით. ამ გამოცდილების გათვალისწინებით რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ ქვეყანამ? გაქვთ  კონკრეტული წარმოდგენა ჩვენ საკლუბო სცენაზე?

A: კი, კარგად მახსოვს თბილისში ჩემი პირველი ვიზიტი KHIDI-ში შედგა. შთაბეჭდილება რაც პირველივე ჯერზე შემექმნა იმის ხილვა იყო, რომ თქვენთან კლუბს ადამიანებისთვის აქვს დამატებითი ფუნქცია თავიანთ სოციალურ ცხოვრებაში, როგორც ვხედავ კლუბი აქ ის ადგილია, სადაც ადამიანები თავს გრძნობენ თავისუფლად და თვით-გამოხატვის პრობლემა არ აქვთ. კლუბი ისეთი დიდია და იმდენი ადამიანის ძლიერ ენერგიას ატარებს, ენერგიას, რომელიც მოცეკვავეების და მუსიკის ნაზავია. ამ ყველაფერში რაღაცა ძალიან ნამდვილია,  ის, რომ ადამიანი ამ დროს უბრუნდება თავის პირვანდელ, ცხოველურ მდგოამრეობას, საოცარი ტრანსფორმაციია.

Q:  მომავალი ალბომი White Rats II, რომელიც ლეიბლზე L.I.E.S. გამოდის,  ტექნოს, ინდუსტრიულ პოსტ პანკს, დეს მეტალის სპეციფიკას აერთიანებს.  შეიძლება ითქვას, რომ ჩანაწერი ძალიან კომპლექსურია. საინტერესოა რისი თქმა გსურდათ ამ რელიზით? რითი განსხვავდება White Rats II  ტრილოგიის პირველი ნაწილისგან?

A: White Rats ტრილოგიაა. მინდოდა შემექმნა ალბომი, რომელიც სამ ნაწილად გამოვიდოდა და გააერთიანებდა სხვადასხვა იდეებს. პირველი ნაწილი საკმაოდ ექსპერიმენტული გამოვიდა, ბევრი ნოიზით და დრონით. მეორე ნაწილშიც არის ნელი ნოიზ ტრეკები, თუმცა უფრო მეტად მიყავხარ საცეკვაო მოედნისკენ, სწორედ ამ მიმართულებით მინდოდა წავსულიყავი. ამ ალბომში მუსიკა უფრო მძიმე, მასიური და ბრუტალურია.

Q: ამ ალბომზე მუშაობის პროცესში რაიმე კონკრეტული თემა ან იდეა ხომ არ გქონდათ, რომლის გარშემოც ჩანაწერის გაერთიანდებას გეგმავდით?  რა შეგიძლია გვითხრათ თავად ტრილოგიის მთავარ კონცეპტზე.

A: ტრილოგია გადმოცემს ადამიანის ცხოველურ პორტრეტს, აჩვენებს ადამიანური ბუნების ბნელ და ძალადობრივ მხარეს. პირველი ნაწილის რეფერენსი იყო ბრიტანელი სერიული მკვლელი, Dennis Nilsen-ი, წიგნი წავიკითხე მის შესახებ და ძალიან დავინტერესდი მისი პირვნებით, ასევე ძალიან დამაინტერესა იმაზე დაკვირვებამ თუ როგორ ტიპად აჩვენებდაა მას მედია, როგორ იქცევა მსგავსი საშინელი ქმედებები თეატრალურ დრამებად ტელევიზიებში. White Rats II სხვა იდეას ატარებს, ის ეხება დასავლეთ ლონდონის ციხე Wormwood Scrubs, ციხის აურამ ჩემს წარმოსახვაზე გავლენა მოახდინა მუსიკის კეთებისას, ჩავივლიდი ციხესთან და ის უკვე მაწვდიდა ხმას, რომელიც მესაუბრებოდა უცნაურ და არაამქვეყნიურ ენაზე.  მწერალ  JG Ballard-საც დიდი გავლენა ქონდა ჩემზე, განსაკუთრებით მის წიგნს Crash, სადაც გადმოცემულია ტექნოლოგიების და ადამიანური სურვილებს ერთობა, რომელიც აყალიბებს ქცევის ახალ ფორმებს.

Q:  მოგვიყევით როგორ დაიწყეთ L.I.E.S-თან  კოლაბორაცია და რითი გამოარჩიეთ ეს ლეიბლი.

A: პირველად ამ ლეიბლზე გამოვეცი ჩემი ალბომი The English Beach. მე მიყვარს ეს ლეიბლი, რადგან მუსიკალურ მიმდინარეობებში თავს არ იზღუდავენ. Ron Morelli (ლეიბლის დამფუძნებელი) ჩემთვის მნიშვნელოვანი პერსონაა, მუსიკისადმი მისი  დამოკიდებულების და სტილის გამო. L.I.E.S არის ადამიანების ჯგუფი, რომლებიც შენთან ერთად ხედავენ იმ დიდ სურათს, რასაც მუსიკის კეთების პროცესი ქვია და კარგად ესმით რომ მუსიკა, ეს არის შემოქმედებითი პროცესი. Ron Morelli ნდობას უცხადებს არტისტებს და ყოველთვის სურს არტისტებმა სრულად გამოხატონ თავიანთი თავები.

Q:  ბრიტანული ტექნო მოძრაობის დაბადების და აფეთქების პირდაპირი მოწმე ხართ. თქვენი აზრით როგორც შეიცვალა ელექტრონული მუსიკა 90-იანი წლების შემდეგ და როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ სცენის მიმართ დღეს?

A: ტექნო სცენა 90-იანებში განსხვავებული იყო, რადგან არ არსებობდა ინტერნეტი  და ყველაფერი ტრიალებდა კლუბებსა და რექორდ შოფებში. მუსიკალური ფროდაქშენიც ნაკლებად იყო კომპიუტერულ ჟრეღადობაზე ორიენტირებული. იმ დროს მეტი ფირფიტა იყიდებოდა, ეხლა ინტერნეტმა და გაციფრულებამ ბევრი რამ შეცვალა. ადამიანების გარკვეული რაოდენობა ფიქრობს, რომ  წინა დრო ჯობდა, მაგრამ მე ასე არ მგონია. მე ვიტყოდი, რომ ეხლა ყველაზე ბედნიერი  და შემოქმედებითად რეზლიზებული ვარ ვიდრე ოდესმე, ვგრძნობ,რომ ვიპოვე მუსიკის შექმნის ის გზა, რომელიც სრულად გამოხატავს ჩემს პიროვნებას. ამის გარდა იმდენი ფანტასტიური მუსიკა კეთდება ჩვენ გარშემო, მუსიკა, რომელიც ჟანრებს გამოკვეთავს და ტექნოს იდეას სხვადასხვა მიმართულებებით ავრცელებს.

Q:  პარასკევს KHIDI-ში უკრავთ, რას ელით ამ ღამისგან?

A: ჩემი ბოლო ორი ვიზიტის დროს ლაივებს ვუკრავდი, ამაღამ დიჯეინგით დავკავდები და შანსი მომეცემა მოცეკვავეებს ტექნოს დიდი დიაპაზონი მოვასმენინო და არა მხოლოდ ჩემი მუსიკა. მზად ვარ  ისევ მივიღო კლუბისგან ნამდვილი ენერგია.

Q: ახალ პროექტზე ხომ არ მუშაობთ? რას უნდა ველოდოთ თქვენგან უახლოეს მომავალში?

A: ახლახან გამოვუშვი გიტარის დრონ/ნოიზიანი ჩანაწერი Downwards-ზე, უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით ვიმუშავებ. ასევე დავიწყე მუშაობა ტრილოგიის მესამე, ბოლო ნაწილზე White Rats III, რომელიც უამრავ იდეას გააერთიანებს და იქნება სინთ-ვეივის, ნოიზის, პანკისა და ტექნო ნაზავი.