Close
  • No products in the cart.
back to top

#CTPOIL BY STANISLAV TOLKACHEV & VALERIYA TARASENKO

5 აპრილს KHIDI – თანამედროვე ხელოვნების სივრცე წარმოგიდგენთ STANISLAV TOLKACHEV-სა და VALERIYA TARASENKO-ს ერთობლივ გამოფენას: #CTPoil.

#CTPoil – ფოტოს ბეჭდვის ინოვაციური და ალტერნატიული ტექნიკა, რომელიც აერთიანებს ფოტოგრაფიასა და ფერწერას. 2016 წლიდან მოყოლებული სტანისლავი და ვალერია ნამუშევრების შესაქმნელად სწორედ ამ ტექნიკას მიმართავენ.
გამოფენა #CTPoil აერთიანებს სტანისლავის ალბომის ყდებს, ვალერიას მიტოვებული შადრევნების სეერიას, ნიღბებსა და ერთობლივ, კოლაბოლაციურ ნამუშევრებს.

Ctpoil – ეს არის ფოტოს ბეჭდვის ახლებური, ალტერნატიული მიდგომა, რომელიც დაფუძნებულია უკვე არსებულ ოფსეტურ ბეჭდვაზე, ჰიდროფილური ალუმინის ფირფიტის გამოყენებით. ეს პროცესი წააგავს კლასიკური ზეთით ბეჭდვის მეთოდს, თუმცა განსხვავება იმაშია, რომ თანამედროვე ალუმინის ოფსეტური ფოტომატრიქსი გამოიყენება როგორც საბოლოო გამტარი. თავად მატრიქსი წარმოებულია ციფრული მონოქრომული პოზიტივით, პროფესიონალური, წინასწარი დაპრესვის ოფსეტურ მექანიზმზე, კარგი ხარისხის კონტურითა და ჰიბრიდული რასტერით. ზეთოვანი ფერწერით შესრულებულ ნახატზე აპლიკაციის დატანა ხდება ხელით: ფუნჯით ან როლერით.

გამოფენა იმუშავებს ორი კვირის განმავლობაში, KHIDI-ს ღამის ივენთების (5,6,12,13 აპრილი) პარალელურად და 9 აპრილს, სამშაბათს: 18:00 საათიდან 22:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.