1 თებერვალს KHIDI-ში დაუკრავს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალბედა ეისიდ ტექნო დუო იტალიიდან 999999999, რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა 2018 წელს ლეიბლ NineTimesNine-ზე გამოცემულმა ტრეკმა “RAVE 4 LOVE” მოუტანა. მათთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგება პოლონური ტექნო სცენის თვალსაჩინო წარმომადგენელი და Voxnox Records-ის ოჯახის წევრი SEPT. არტისტებს მასპინძლობას ადგილობრივი სცენის პიონერი გიორგი ჟორჟოლიანი იგივე JORJICK გაუწევს. G2-ში დაუკრავენ კლუბის რეზიდენტები, ასევე ქართული ელექტრონული მუსიკის სცენის პოონერი აჩი თაბუკაშვილი პროექტით A.TABUKASHVILI და რომან აბრამოვი ჰაუს პროექტით DJ SOUL EXPLOSION I PRE-SALE: 20 GEL [SOLD OUT] II PRE-SALE: 30 GEL [SOLD OUT] III PRE-SALE: 40 GEL [SOLD OUT] DOOR: 40 GEL

FRIDAY 1 FEB

40.00 

Only Single ticket purchase available