1 ნოემბერს KHIDI წარმოგიდგენთ კლუბის რეზიდენტი ლეიბლის AUFNAHME + WIEDERGABE-ს ღამეს. 2011 წლიდან, Philipp Strobel-ისა და Gabriel Brero-ს დაარსებულმა ლეიბლმა თავი მოუყარა მუსიკალური ჟანრების ფართო სპექტრს და გამოსცა 100-ზე მეტი რელიზი. ლეიბლის ოპერირების გასაოცარ ტემპს ხელს უწყობს მუსიკალური თავისუფლება და უდიდესი ჟანრობრივი დიაპაზონი. ლეიბლის შოუქეისზე დაუკრავენ: გერმანული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, პიონერი დიჯეი და პროდიუსერი THOMAS P. HECKMANN, ბოლო წლების გამორჩეული სამხრეთ გერმანული ბენდი DIE SELEKTION, Luca Gilliani-სა და Hannes Rief-ის შემადგენლობით, ლეიბლ GIALLO DISCO RECORDS-ის დამფუძნებლები Antoni Maiovvi და Gianni Vercetti პროექტით ACID VATICAN, ფრანგი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი, ცნობილი დუოს Poison Point წევრი Timothée Gainet სოლო პროექტით IV HORSEMEN და ლეიბლის დამფუძნებელი PHILIPP STROBEL. არტისტებს მასპინძლობას გაუწევენ KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტები: ლადუკა ნინუა ტექნო პროექტით OTHR და ახალგაზრდა დიჯეი გიგა არაბული სასცენო სახელით FREQUENCY SHIFTER. I PRE-SALE: 30 GEL II PRE-SALE: 40 GEL III PRE-SALE: 50 GEL DOOR: 50 GEL        

FRIDAY 1 NOV

41.00 

Only Single ticket purchase available