Preloader image
19 ივლისს KHIDI-ს სეზონის დახურვაზე დაუკრავს ახალგაზრდა ლონდონელი არტისტი ტექნო პროექტით Under Black Helmet, რომლის დიჯეი სეტებიც გამოირჩევა დინამიურობითა და განსაკუთრებული მუხტით. მასთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგებიან KHIDI-ს რეზიდენტები: HYPNUS RECORDS-ის ოჯახის წევრი, იტალიელი დიჯეი და პროდიუსერი LUIGI TOZZI, ადგილობრივი სცენის პიონერები, აჩი თაბუკაშვილი და ლეონ ლოლიშვილი ერთობლი პროექტით GREENBEAM & LEON და ირაკლი დანელია სასცენო სახელით YANAMASTE. G2-ში დაუკრავს ლეგენდარული დეტროიტელი დიჯეი და პროდიუსერი TERRENCE PARKER, ასევე ცნობილი, როგორც SEVEN GRAND HOUSE AUTHORITY. Terrence Parker-ის ბოლო ნამუშევრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ალბომია “Life On The Back 9”, რომელიც CARL CRAIG-ის ლეიბლ PLANET E-ზე გამოიცა. Parker-ის როლს ჰაუს მუსიკის ინდუსტრიაში ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა 2017 წელს გამოშვებულმა ალბომმა “GOD Loves Detroit”. Terrence Parker G2-ში მსმენელის წინაშე MERACHKA-სთან ერთად წარდგება, რომელიც მის სეტს ვოკალურად გააფორმებს. ლეგენდარულ არტისტს მასპინძლობას გაუწევენ G2-ის რეზიდენტები, სოლო გაგუა და გიორგი კაკოიშვილი პროექტით DIGITAL GROOVE AFFAIR. I Pre-sale: 30 GEL II Pre-sale: 40 GEL Door: 40 GEL  

FRIDAY 19 JUL