25 იანვარს KHIDI-ში დაუკრავენ ქართველი არტისტები, ადგილობრივი ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი თორნიკე საყვარელიძე სასცენო სახელით MYI, რომლის სადებიუტო EP ექსპერიმენტალური მუსიკის ლეიბლზე MainConcept Music 2016 გამოიცა. MYI-ს მასპინძლობას კლუბის რეზიდენტები, რომან აბრამოვი იგივე ROMAN და ირაკლი დანელია იგივე YANAMASTE გაუწევენ. G2-ში დაუკრავენ Blue Hour & A-JX ერთობლივი პროექტით TRACING XIRCLES და G2-ის რეზიდენტი ლადუკა ნინუა ჰაუს პროექტით SEVDA.
I PRE-SALE: 15 GEL
II PRE-SALE: 25 GEL
DOOR: 30 GEL