Back

Inigo Kennedy – Techno Lullaby

[vc_row][vc_column][vc_single_image image=”82310″ img_size=”full”][vc_column_text]დიდი შესავალი გამომივა. მე მაპატიეთ.

90-იანების ბრიტანული ტექნო სცენა, მასზე ალბათ ყველამ უნდა იცოდეს ვინც გულზე ხელს ირტყავს და ხმამაღლა ამტკიცებს რომ ტექნო ექსპერტია. აქ, ყველამ ერთად ომახიანად უნდა ჩავახველოთ და თქვენი ნებაა კითხვას გააგრძელებთ, თუ ლეპტოპს ჩახურავთ. [მეორე ცდა] – ბრიტანული ტექნო სცენა. ხშირად გვესმის ეპითეტი „ბირმინგემული ტექნო“(ჟღერადობა რომ სიტყვებით არ აღვწერო, იხილეთ Regis და Surgeon), თუმცა ბირმინგემული ტექნოსგან დღეს არაფერი შემორჩა და ფოტო-ილუსტრაცია რომ მივუსადაგოთ, ალბათ დილის 11 საათზე დაცლილ და პლასტმასის ბოთლებით დანაგვიანებულ კლუბს გავს. 90-იანების ყველა ეროვნული ბრიტანული ტექნო სიამაყე ბევრს მხოლოდ წარსული მოგონება ეგონა. ისევე როგორც, ზოგადად ბრიტანული სცენა და ავადსახსენებელი სიტყვა „რეივი“. იმდროინდელი ბრიტანული clubbing-ის ფორმას ალბათ სწორად ეს სიტყვა შეეფერებოდა, თუმცა უკანასკნელ წლებში მისი სხვადასხვა ქალაქში გაცოცხლება ღიმილის მომგვრელია. “Rave” 90-ებს ჩაბარდა და დღეს მისი საკლუბო ლინგვისტიკაში დანერგვა, მხოლოდ ჩვენი პარასკევული ოდისეების გაბუქებას ემსახურება. თუ რეივი წარსულში უნდა მოვიტოვოთ და ახალი საკლუბო გამოცდილების შექმნაზე ერთად ვიზრუნოთ, ბრიტანული ტექნო მსმენელთა სასიხარულოდ 2010 წლიდან ხელახლა დაიბადა.

ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელი იყო, რომ Regis-ის ლეგენდარული ლეიბლი Downwards და James Ruskin-ის იმავე კალიბრის პლატფორმა Blueprint, წინა საუკუნის შემდეგ კვლავ თავისთვის განკუთვნილ ადგილს დაიბრუნებდა ტექნოს ოლიმპოს მთაზე. თუმცა, მსოფლიო ტექნო ფოკუსი კუნძულიდან, ევროპაში, კერძოდ ბერლინში გამაგრდა. ბერლინმა ბრიტანული გამოცდილება გადაიაზრა და საკუთარ კლუბებში კვლავ გააჟღერა. შედეგად, 2010 წლისთვის ევროპაში აქტუალურები გახდნენ ისეთი ახალბედა არტისტები როგორებიც არიან: Blawan, AnD, Sigha, Shifted, Pariah. ძველი დიდება დაიბრუნეს ზემოთ ნახსენებმა სხვა ტექნო ლეგენდებმა. ამ ტექსტის ცენტრალური ფიგურა კი, 1994 წლიდან მუდამ გვხვდებოდა ჩარტებსა და კლუბების აფიშებში. მიუხედავად ამისა, Inigo Kennedy-მ დამსახურებული პოპულარობა მხოლოდ მას შემდეგ მოიპოვა, რაც ბრიტანულ ტექნო სცენაზე „ემბარგო“ მოიხსნა.

Inigo-ს მრავალმხრივი მუსიკალური ცოდნა და გემოვნება ალბათ ყველა მათგანს შეგვინიშნავს, ვისაც მისი სეტი ერთხელ მაინც მოგვისმენია. ინტერვიუებშიც არაერთხელ უსაუბრია საყვარელ კომპოზიციებზე და მათ ჩამოთვლასაც არასდროს ერიდება. Madonna-დან დაწყებული, Front 242-თი დამთავრებული. დღეისთვის, ტექნო მიმართულების დიჯეებსა და პროდიუსერებში გავრცელებული პრაქტიკაა რამდენიმე ჟანრში გამოკეტვა და ფოკუსირება კონკრეტულ ხაზებზე, თუმცა Inigo-ს დიდმა მუსიკალურმა დიაპაზონმა, მის დაკვრის მანერაზე და სელექციაზე ცალსახად დადებითად იმოქმედა. მასზე დიდი გავლენა საუკუნის ბოლოს მზარდმა IDM სცენამ იქონია და მისი ნამუშევრების მოსმენისას ეს ზეგავლენა აშკარად იგრძნობა. როგორც თავად აღნიშნავს, Aphex Twin-ის მუსიკის როლი მის მუსიკალურ ჩამოყალიბებაში ყველაზე დიდია.

[/vc_column_text][vc_video link=”https://www.youtube.com/watch?v=ap514Ygpf6c” css=”.vc_custom_1559813914200{margin-top: -430px !important;}”][vc_column_text]Inigo Kennedy ასევე გამორჩეულია თავისი კომერციული მიდგომის მხრივ. იგი არაერთხელ აღნიშნავს, რომ დღევანდელ რეალობაში მუსიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და უფასო უნდა იყოს. 1999 წელს მან დააარსა ლეიბლი Assymetric, რომელსაც ექსკლუზიურად საკუთარი მუსიკის გამოცემისთვის იყენებდა. აღსანიშნავია, რომ 2004-2012 წლებში, ლეიბლზე გამოცემული უკლებლივ ყველა რელიზის გადმოწერა უფასო გახდა. Assymetric-ზე, ZET-ზე, Missile Records-სა და Mollecular Records-ზე Inigo-მ საკუთარი მუსიკალური ხედვა ნათლად წარმოაჩინა. ხოლო 2007 წელს მის კარიერაში ალბათ კომერციულად ყველაზე მნიშვნელოვანი ლეიბლი Token გამოჩნდა. Kr!z-ის მიერ 2007 წელს დაარსებული ბელგიური ლეიბლი, სუბიექტურად, ყველაზე საერთაშორისო თვალსაწიერის ლეიბლია. რთულია დაასახელო კიდევ ერთი ისეთი ლეიბლი, რომელიც ასე წარმატებულად აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნების თუ ქალაქების უნიკალურ ტექნო კონცეფციებს. Token-მა მოახერხა და დეტროიტსა და ბერლინთან ერთად, ბელგიური, ჰოლანდიური, ბრიტანული და სამხრეთ ევროპული ტექნო გამოცდილებები გააერთიანა. ამ მედიუმს იდეალურად მოერგო Inigo Kennedy, რომლის ჟღერადობა 2007 წლის შემდეგ, საკმაოდ ბევრი ტექნო მსმენელისთვის აღმოჩნდა ახლო. ლეიბლზე პირველი გამოჩენის შემდეგ, მუსიკოსი იშვიათი გამონაკლისების გარდა, რელიზებს მხოლოდ Token-ზე უშვებდა.

Token-ზე გამოსულ მის ნამუშევრებს შორის გამორჩეულია 2014 წელს გამოცემული ალბომი “Vaudeville”. გადამეტებული ნათქვამი არ იქნება, თუ ვიტყვით რომ ნამუშევარი, მისი კარიერის ნამდვილი კულმინაციაა და სრულად მოიცავს Inigo-ს 25 წლიან მუსიკალურ მოგზაურობას. რელიზი Inigo-სთვის მნიშვნელოვან პერიოდში გამოიცა და ეს ტრეკების დასახელებებსა და ზოგად მუსიკალურ ხედვაშიც ნათლად აისახა, მას შვილი შეეძინა. კომპოზიცია “Lullaby”, გადმოქართულებულად „იავნანა“, მუსიკოსის კატალოგში ერთ-ერთი ყველაზე პირადული და ემოციური კომპოზიციაა. “Plaintive”-მა და “NGC5128”-მ კი Inigo-ს როლი თანამედროვე ტექნო მიმართულებების ჩამოყალიბებაში კიდევ ერთხელ გამოკვეთა. სავარაუდოდ, Inigo-ს სრული რეალიზება მხოლოდ დღევანდელ ტექნო რეალობაში არის სრულად შესაძლებელი.[/vc_column_text][vc_video link=”https://www.youtube.com/watch?v=LRHZE2MAoGk” css=”.vc_custom_1559813922155{margin-top: -430px !important;}”][vc_column_text]7 ივნისს, Khidi-ს დაბადების დღეზე Inigo Kennedy მსმენელის წინაშე, Token-ის დამაარსებელ Kr!z-თან და სხვებთან ერთად წარდგება.[/vc_column_text][eltdf_button text=”About Event” target=”_self” font_weight=”” text_transform=”” link=”https://khidi.ge/product/khidi-3-years-anniversary/” margin=”10px 0px 0px 0px”][/vc_column][/vc_row]