Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 10 MAY

41.00 

Out of stock

Categories: ,

10 მაისს კლუბი KHIDI ბერლინულ კლუბ GRIESSMUEHLE-ის 8 წლის იუბილეს უმასპინძლებს. 8 წლის მანძილზე GRIESSMUEHLE მყარად იკავებს ადგილს ბერლინის მოწინავე კლუბების სიაში და ხშირად მასპინძლობს 48 საათიან საკლუბო ღამეებს. კლუბ GRIESSMUEHLE-ში არაერთხელ აქვთ დაკრული კლუბ KHIDI-ს რეზიდენტებსაც.

10 მაისს KHIDI-ში დაუკრავს ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ახალბედა ეისიდ ტექნო დუო იტალიიდან 999999999 (LIVE + DJ SET) რომელსაც განსაკუთრებული პოპულარობა 2018 წელს ლეიბლ NineTimesNine-ზე გამოცემულმა ტრეკმა “RAVE 4 LOVE” მოუტანა და მსმენელის აღიარებაც მალევე მოიპოვა. დუოს მხარდამხარ Black Asteroid იგივე Bryan Black დაუკრავს, რომელიც ხმის ინჟინერი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელია. მან 2012 წლის EP “Black Acid” და რემიქსებით Depeche Mode-ისა და Rick Owens-თვის ახალი და უკომპრომისო სტილის ჟღერადობა შექმნა. Black Asteroid-მა თავისი გამაოგნებელი დიჯეი სეტებითა და ლაივ პერფორმანსებით ისეთი ადგილებში დაუკრა, როგორიცაა Palazzi Dei Congressi რომში, Melkweg ამსტერდამში, Berghain / Panorama Bar, Ageha, Fabric London და ა.შ. არტისტს მასპინძლობას კლუბ GRIESSMUEHLE-ს რეზიდენტები, ACIERATE და THAM გაუწევენ.

I Pre-Sale: 30 GEL
II Pre-Sale: 40 GEL
Door: 40 GEL