Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 12 JUL

41.00 

 

 

 

 

 

Out of stock

Categories: ,

12 ივნისს KHIDI წარმოგიდგენთ კლუბის რეზიდენტი ლეიბლის AUFNAHME + WIEDERGABE-ს შოუქეისს. 2011 წლიდან, Philipp Strobel-ისა და Gabriel Brero-ს დაარსებულმა ლეიბლმა თავი მოუყარა მუსიკალური ჟანრების ფართო სპექტრს და გამოსცა 100-ზე მეტი რელიზი. ლეიბლის ოპერირების გასაოცარ ტემპს ხელს უწყობს მუსიკალური თავისუფლება და უდიდესი ჟანრობრივი დიაპაზონი.

შოუქეისზე დაუკრავს KHIDI-ს რეზიდენტი, თანამედროვე ტექნო სცენის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და უკვე ლეგენდარული დიჯეი და პროდიუსერი MICHAEL WOLLENHAUPT იგივე ANCIENT METHODS. 2007 წლიდან დღემდე მისი დისკოგრაფია ათამდე სოლო რელიზს, ასევე ურიცხვ კოლაბორაციასა და რემიქსს ითვლის, როგორც Ancient Methods-ის სახელით, აგრეთვე მისი ცნობილი მეტსახელებით (Room 506, Pogo Im Säurebad) და კოლაბორაციული პროექტებით (Ugandan Methods, Eschaton). კარიერის მანძილზე Ancient Methods-ის ნამუშევრები გამოიცა ინდუსტრიულ და EBM მიმართულების წამყვან ლეიბლებზე (Sonic Groove, Downwards Records, Perc Trax, Hospital Productions …), ასევე საკუთარ ლეიბლებზე, Ancient Methods-სა და Persephonic Sirens-ზე. მასთან ერთად ლაივ შესრულებით წარსდგებიან AUFNAHME+WIEDERGABE-ს ოჯახის წევრი, EBM/Industruial ჟღერადობაზე ორიენტირებული დუო საფრანგეთიდან IMPERIAL BLACK UNIT. არტისტებს მასპინძლობას კლუბის რეზიდენტები, ლადუკა ნინუა პროექტით OTHR და გიგა არაბული იგივე FREQUENCY SHIFTER გაუწევენ.
G2-ში დაუკრავს ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის გამორჩეული დიჯეი ASH და G2-ის რეზიდენტი პარიზში მოღვაწე ქართველი დიჯეი და პრიდიუსერი ლიზა ბასილაია იგივე LIZA RIVS.

I PRE-SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL