Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 13 DEC

31.00 

SKU: KH131219 Categories: ,

13 დეკემბერს KHIDI წარმოგიდგენთ Hayden Payne-ისა (PHASE FATALE) და Florian Engerling-ის მიერ ბერლინში დაფუძნებული ტექნო ლეიბლის BITE რიგით მეორე შოუქეისს. ლეიბლი შექმნილია არტისტების წარსადგენად, რომლებიც ოპერირებენ ტექნოს შესახებ ზოგადი, წინასწარ შექმნილი წარმოდგენის ფარგლებს გარეთ და მზარდი იმპულსით ასახავს ტექნოს მომდევნო, ევოლუციურ მდგომარეობას. შოუქეისზე დაუკრავენ: ამერიკული ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, არაერთი პროექტის ავტორი (TRAVERSABLE WORMHOLE, THE X INITIATIVE, MASS-X-ODUS, ADMX-71) და ლეგენდარული ლეიბლ SONIC GROOVE-ის დამფუძნებელი Adam Mitchell იგივე ADAM X. KHIDI-სა და BERGHAIN-ის რეზიდენტი, ბერლინში მოღვაწე ახალგაზრდა ნიუ-იორკელი არტისტი, ლეიბლ BITE-ის სულისჩამდგმელი და ინდუსტრიული ჟღერადობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა PHASE FATALE. BITE-ის ოჯახის უცვლელი წევრი, პროექტების KONKURS და HUMAN PERFORMANCE LAB თანადამფუძნებელი Emad Dabiri იგივე SARIN და ბერლინში მოღვაწე ბერძენი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი Manos Simotas სასცენო სახელით UNHUMAN. არტისტებს მასპინძლობას გაუწევს BITE-ის ერთადერთი ქართველი წარმომადგენელი, KHIDI-ს რეზიდენტი, ვეტერანი დუოს GREENBEAM & LEON წევრი აჩი თაბუკაშვილი სოლო პროექტით VULKANSKI. G2-ში B2B-ს დაუკრავენ კლუბის რეზიდენტი ლეონ ლოლიშვილი ჰაუს პროექტით AUTUMN TREE და ანონიმური არტისტი ცა – TSA. მათთან ერთად წარდგება ლუკა მეტრეველი სასცენო სახელით L8.