KHIDI 中 MORD NIGHT: FRIDAY 17 NOV

30.00 

Out of stock

Category:

Description

Mord Records [Morderstwo] – ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი Bas Mooy-ს მიერ 2013 წელს როტერდამში დაარსებული ტექნო ლეიბლი, რომელშიც უამრავი საინტერესო მუსიკოსი ერთიანდება.

► residentadvisor.net/record-label.aspx?id=9839
► soundcloud.com/bas-mooy

Bas Mooy – ჰოლანდიელი არტისტი როტერდამიდან. 1999 წლიდან აქტიურად მოღვაწეობს ტექნო სცენაზე. მასზე დიდი გავლენა იქონია ქალაქის ინდუსტრიულმა გარემომ, რის შედეგადაც ჩამოყალიბდა მისი ტრეკების უნიკალური, ბნელი ჟღერადობა, რამაც განაპირობა Bas Mooy-ს აღმოჩენა ევროპული ტექნო სცენის მოწინავე პოზიციაზე. 2002 წელს შექმნა ლეგენდარული ლეიბლი Audio-Assault. მისი პარტნიორი იყო ტექნო არტისტი Jeroen Liebregts, იგივე Radial, რასაც 1 წლის შემდეგ მოჰყვა ქველეიბლ Arms-ის ჩამოყალიბება. მათმა აქტიურმა საქმიანობამ განაპირობა მუდმივად მზარდი რაოდენობის ფანების გაჩენა მსოფლიოს მასშტაბით. ამ წრეში ჩამოყალიბდა ბნელი ტექნოს დღევანდელი სტანდარტები. წლების მანძილზე Bas Mooy იყო როტერდამის ანდერგრაუნდ კოლექტივ Strictly Techno-ს წევრი (კოლექტივი 1995-დან 2015 წლამდე ასზე მეტი ლეგენდარული საღამოს ორგნიზატორი იყო). მას დაკრული აქვს უამრავ მნიშვნელოვან ფესტივალსა და კლუბში. იგი ჰოლანდიის ცნობილი ფესტივალი Awakenings-ის რეგულარული სტუმარია. თავისი ნამუშევრები გამოქვეყნებული აქვს ლეიბლებზე: Mote-Evolver, Perc Trax, CLR (Official)Sleaze RecordsPlanet Rhythm და რა თქმა უნდა საკუთარ Audio-Assault-სა და Mord Records-ზე.

► residentadvisor.net/dj/basmooy
► soundcloud.com/bas-mooy

Charlton – ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი, რომელმაც დიჯეინგი 17 წლის ასაკში დაიწყო. 2001 წლიდან Charlton-მა საკუთარი მუსიკის შექმნა დაიწყო და ადგილობრივ სცენაზე კარგი რეპუტაციის მოპოვებაც შესძლო. 2004 წელს გადაწყვიტა სადებიუტო ლაივი დაეკრა და ლაივ არტისტი გამხდარიყო, რათა საკუთარი მუსიკალური მიდგომა უკეთ გაეცნო მსმენელისათვის. ამ პერიოდში იგი ცდილობდა ტექნოს საუკეთესო ტრადიციები ახალ, თავისებურ მიდგომასთან გაეერთიანებინა და საინტერესო სინთეზი შეექმნა, რაც მისთვის ადგილობრივ ტექნო სცენაზე თავის დამკვიდრების საუკეთესო საშუალებად იქცა. მოგვიანებით ლონდონში გადავიდა სამუშაოდ, რამაც მის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია. ამ პერიოდში Charlton-მა მუშაობა დაიწყო ისეთ ლეიბლებთან, როგორებიცაა: Field RecordsAudio-Assault, Arms, Labrynthდა Aftertaste. დღეს ჰოლანდიელი მუსიკოსი ბევრი საინტერესო ფესტივალის და კლუბის ხშირი სტუმარია.

► residentadvisor.net/dj/charlton
► soundcloud.com/charlton-ravenberg

UVB – ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Sébastien Michel-ის ფსევდონიმი. იგი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაინტერესებული ელექტრონული მუსიკით და 2009 წელს დაიწყო საკუთარი მუსიკის შექმნა. თავდაპირველად ექსპერიმენტებს ატარებდა პარტნიორ Jean Redondo-სთან ერთად, სწორედ მასთან ერთად შექმნა პროექტი “Daxyl”. პროექტი UVB 2013 წელს ჩამოყალიბდა, როდესაც Sébastien-მა დაიწყო ლაივების დაკვრა ბერლინის სხვადასხვა კლუბში (Urban SpreeTresor.Berlin (OFFICIAL)). 2014 წელს გამოიცა მისი პირველი ფირფიტა Bas Mooy-ს ჰოლანდიურ ლეიბლ Mord Records-ზე, სახელწოდებით “What I’ve Learned”. მალე ამავე ლეიბლზე გამოიცა მისი მეორე EP. ორივე რელიზმა დიდი გამოხმაურება მოიპოვა ტექნო სცენაზე და UVB-ს მხარი დაუჭირეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიცაა: SurgeonMARCEL DETTMANN,Tommy Four Seven და ა.შ. 2015 წლიდან UVB-მ მთლიანად დაუთმო საკუთარი დრო მუსიკის კეთებასა და დიჯეინგს, რის შემდეგაც დაიწყო ტურები მსოფლიოს მასშტაბით (ევროპა, აზია, სამხრეთ ამერიკა) და დაუკრა მრავალ ცნობილ კლუბში (Berghain / Panorama BarCONCRETE,Factory 010). მისი EP-ები გამოიცა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა:Body Theory, Numb, FRACTURE და Mord Records.

► residentadvisor.net/dj/uvb
► soundcloud.com/uvb

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 40 GEL