FRIDAY 19 JAN

30.00 

Out of stock

Category:

Description

Broken English Club – იგივე oliver ho. ინგლისელი დიჯეი და პროდიუსერი, რომლის დებიუტიც 1996 წელს BlueprintRecords-ზე შედგა.
1997 წელს დააარსა ლეიბლი “Meta”, საკუთარი სტილი “Funky Tribal” ტექნოს კუთხით განავითარა და პარალელურად აგრძელებდა მუშაობას სხვა ლეიბლებისთვისაც. მოგვიანებით შექმნა Meta-ს სუბ-ლეიბლები, რომ რეპერტუარში ელექტრონული ჟანრის მუსიკა გაეფართოვებინა, სადაც შევხვდებით ჯაზის, როკისა და ავანგარდული სტილის შერწყმას.

Schwefelgelb – 2004 წელს დაარსებული გერმანული EBM/ტექნო პროექტი. თავდაპირველად Schwefelgelb-ში 4 ადამიანი იყო გაერთიანებული (Sid, Eddy, Hal, Nyx), მაგრამ დღეისათვის პროექტი ორი წევრისაგან შედგება (Sid და Eddy). მიუხედავად იმისა, რომ პროექტს შთამბეჭდავი 3 LP და 10 EP აქვს გამოქვეყნებული, მათ ტექნო სცენაზე აღიარება მხოლოდ 2016 წელს მოიპოვეს, როდესაც გერმანულ ლეიბლ Fleisch-ზე 2 EP გამოსცეს, ხოლო “Bis Zum Nächsten Tag” პროექტის აღზევების სიმბოლო გახდა, როგორც მათი ნამუშევარი, ისე KHIDI-ს რეზიდენტის Phase Fatale-ის რემიქსი უმალვე სხვადასხვა ჩარტებსა და DJ სეტებში მოხვდა. აგრესიული EBM-ის სინთეზი New Wave-სა და გერმანულ ანდერგრაუნდ ტექნო ჟღერადობასთან პროექტის წარმატების გარანტი გახდა. მათმა უნიკალურმა ჟღერადობამ საბოლოოდ ლეიბლ [aufnahme + wiedergabe]-ს მფლობელის Philipp Strobel-ის ყურადღებაც მიიქცია და 2017 წელს ლეიბლზე პროექტის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი “Dahinter Das Gesicht” გამოიცა.

I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
Door: 30 GEL