Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 29 SEP

40.00 

Out of stock

Category:

Boston 168 – კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ს და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალური პროექტია, რომლის სადებიუტო “The Drill” EP 2014 წელს, ლეიბლ Old and Young-ზე გამოვიდა, ლეიბლზე რომლის თანადამფუძნებლებიც თავადვე იყვნენ 2010 წელს. პირველივე რელიზში ნათელი გახდა, რომ დუო განსაკუთრებულ აქცენტს ანალოგ ინსტრუმენტებსა და მისგან მიღებულ ჟღერადობაზე აკეთებდა. 2015 წელს დუომ ორი ახალი EP გამოაქვეყნა ლეიბლებზე Enemy Records და Involve Records, ხოლო 2016 წელს Odd Even-ზე გამოქვეყნებული “Oblivion” EP მათ კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. Boston 168-მ 2016 წელს ასევე ითანამშრომლა იტალიელი მუსიკოსის Fabrizio Lapiana-ს კუთვნილ ლეიბლთან Attic Music. მათმა მუსიკამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა ტექნო არტისტების მხრიდან, ტრეკები მათი ალბომებიდან Oblivion EP, Black Hole EP დღესდღეობით ხშირად ისმის კლუბებში. 80-იანი წლების ფსიქოდელიური საუნდი და ეისიდ ტექნოს ტალღა Sergio Pace და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალურ გემოვნებაზე მნიშვნელოვნად აისახა, რასაც ადასტურებს მათი ყოველი კომპოზიცია. ჯგუფის წევრები ხშირად აღნიშნავენ, რომ უნდათ ესიდ ჟღერადობა მათი საუნდის ერთ-ერთი მთავარი სამარკო ნიშანი იყოს, რაც მსმენელისთვის ისედაც ადვილად შესამჩნევია.

► facebook.com/Boston168Official
► soundcloud.com/boston-168
► residentadvisor.net/dj/boston168

Fabrizio Lapiana – ლეიბლ Attic Music-ის დამფუძნებელი და იტალიური ტექნო სცენის ერთ-ერთი გამეორჩეული ფიგურაა, კარიერა დაიწყო რომში, 1994 წელს. მასზე ზეგავლენა მოახდინა, როგორც რომის და დეტროიტის 90-იანების ჟღერადობამ, ასევე პირველმა ელექტრონული მუსიკის ევროპელმა პიონერებმა.

მის დიჯეი სეტებში ფაბრიციო გვთავაზობს ზუსტ და ინტიმურ ტექნო დინებას.

საკუთარ ლეიბლზე, ATTIC MUSIC, რომელიც დაარსდა 2008 წელს, ფაბრიციომ მეტი მრავალფეროვნება შესძინა საკუთარ ჟღერადობას. გარდა ჩვეული ღრმა ესთეტიკისა, მან მსმენელს საკუთარი ემბიენთ მხარე წარმოუდგინა. ხაზგასასმელია მისი ტრეკები რომლებიც გამოიცა MAX_M-ის ლეგენდარულ ლეიბლ M_REC-ზე, რომლებმაც ლაპიანას ყველაზე ემოციური ტექნო შეხედულებები გამოაჩინა.

მისი პერფორმანსები რომში, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებსა და კლუბებში, არის გზა რომლითაც იგი გვანახებს მისთვის აქტუალურ მუსიკას.

► facebook.com/djfabriziolapiana
► soundcloud.com/fabrizio-lapiana
► residentadvisor.net/dj/fabriziolapiana

RÓMAN – იგივე რომან აბრამოვი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერია. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ფირფიტები და დიდ დროს ატარებდა ფირსაკრავთან. იგი უკვე 2 წელია ასწავლის დიჯეინგს კრეატიული განათლების სტუდია “CES”-ში. მისი პირველი ტრეკი ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 2016 წელს გამოიცა 3 სხვა ქართველ არტისტთან ერთად კომპილაციაში Lifesigns. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა იმოქმედეს რომლებიცაა: Underworld, The Chemical Brothers, Depeche Mode, Fatboy Slim, Moby და მრავალი სხვა. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით.

► facebook.com/rmntbs
► soundcloud.com/romantbs
► residentadvisor.net/dj/roman-ge

Digital Groove Affair – დუო თბილისიდან, რომელიც 2016 წელს შეიქმნა გიორგი კაკოიშვილის და სოლო გაგუას შემადგენლობით. მათი სეტები ძირითადად ორიენტირებულია ჩიკაგო/სოულფულ/გარაჟ ჰაუს ჟღერადობაზე.

► facebook.com/digitalgrooveaffair
► soundcloud.com/digital-groove-affair