Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 31 JAN

31.00 

SKU: KH310120 Categories: ,

FRIDAY | JANUARY 31

31 იანვარს KHIDI წარმოგიდგენთ ცნობილი იტალიური ლეიბლის MANNEQUIN RECORDS ღამეს.

MANNEQUIN RECORDS-ის ისტორია 10 წელზე მეტს ითვლის. ლეიბლმა ფართო წრეებში დამსახურებული აღიარება მას შემდეგ მოიპოვა, რაც BERGHAIN / PANORAMA BAR ლეიბლის საღამოებს რეგულარულად მასპინძლობს.
MANNEQUIN RECORDS-ისთვის ჟანრები უმნიშვნელოა და მის კატალოგს თანამედროვე ლეიბლისათვის არადამახასიათებელად ფართო მუსიკალური დიაპაზონი აქვს, თუმცა თან დაჰყვება უცვლელი ესთეტიური ხაზი და ის შეგრძნება, რომელიც მსმენელს თითოეული ტრეკის მოსმენისას რჩება.

შოუქეისზე დაუკრავს ლეიბლის დამფუძნებელი, პროექტ AMATO & ADRIANI-ს თანაავტორი (THE HACKER-თან ერთად), იტალიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლაივ შემსრულებელი ALESSANDRO ADRIANI.
უცვლელი ჟღერადობის მქონე სეტების ნაცვლად, იგი Minimal Wave-იდან Italo Disco-მდე ყველა ჟანრის მუსიკას იყენებს და ამას ისე ახერხებს, რომ სეტის დრამატურგია არასდროს ირღვევა.
მასთან ერთად ლაივ შესრულებით წარდგება წარმოშობით ბრიტანელი, ლეიბლის ოჯახის წევრი დუო GIANT SWAN, Robin Stewart-სა და Harry Wright-ის შემადგენლობით და ფრანგი დიჯეი და პროდიუსერი Tomas More იგივე DECEMBER.
არტისტებს მასპინძლობას გაუწევს კლუბის ადგილობრივი რეზიდენტი, პიონერი დუოს GREENBEAM & LEON წევრი აჩი თაბუკაშვილი სოლო პროექტით VULKANSKI.
G2-ში დაუკრავენ არგენტინელი არტისტი Mauricio Barembuem იგივე BAREM და კლუბის რეზიდენტი დუო DIGITAL GROOVE AFFAIR.

I-PRE SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 50 GEL