Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 31 MAY

31.00 

 

 

 

Out of stock

Categories: ,

31 მაისს KHIDI-ს 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკლუბო ღამეზე დაუკრავს მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი საუკეთესო ლაივ შემსრულებელი, დიჯეი და პროდიუსერი OLIVER HO პროექტით BROKEN ENGLISH CLUB. მისი დებიუტი 1996 წელს JAMES RUSKIN-ის ლეიბლ BLUEPRINT RECORDS-ზე შედგა, 1997 წელს კი დაარსა საკუთარი ლეიბლი META და განავითარა საკუთარი სტილი, პარალელურად აგრძელებდა მუშაობას სხვა ლეიბლებისთვისაც. მოგვიანებით OLIVER-მა შექმნა META-ს სუბლეიბლები, იმისათვის რომ გაეფართოვებინა რეპერტუარში ელექტრონული სტილის მუსიკა, სადაც შევხვდებით ჯაზის, როკის და ავანგარდული სტილის შერწყმას. მასთან ერთად დაუკრავს ბერლინში დაფუძნებული თანამედროვე სცენის ერთ-ერთი გამორჩეული დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლ CITITRAX-ის ოჯახის წევრი LEE DOUGLAS იგივე AN-I. არტისტებს მასპინძლობას კლუბის რეზიდენტები, ლეიბლ BITE-ის ოჯახის წევრი და 2019 წლის კლუბის რეზიდენტი REKA და გიგა არაბული იგივე FREQUENCY SHIFTER გაუწევენ. G2-ში დაუკრავენ ოთახის რეზიდენტები, ლადუკა ნინუა პროექტით SEVDA, გიორგი კაკოიშვილი და სოლო გაგუა G2-ის რეზიდენტი პროექტით DIGITAL GROOVE AFFAIR და ადგილობრივი ჰაუს სცენის ვეტერანი დიჯეი GIO SHENGELIA.

I Pre-Sale: 30 GEL

II Pre-Sale: 40 GEL

Door: 40 GEL