Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 5 JUL

31.00 

 

 

 

 

 

Out of stock

Categories: ,

5 ივლისს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს Dark Wave დუო Lebanon Hanover-ის თანადამაარსებელი William Maybelline პროექტით QUAL. მას მსმენელი 2010 წლიდან იცნობს. Qual-ის სახით, მან მსმენელს თავისი სოლო პროექტი წარუდგინა, რომელიც minimal wave-ის ჟანრის ბნელ მხარეში პოზიციონირებს. 3 წელში მის ანგარიშზე უკვე ორი ალბომია, რომლებიც იტალიურ ექსპერიმენტალურ ლეიბლ Avant!-ზე გამოიცა. უახლოეს მომავალში მისი რელიზიAneient Methods-ის ლეიბლ Persephonic Sirens-ზე გამოიცემა. William-თან ერთად მსმენელის წინაშე ანდერგრაუნდ სცენის ვეტერანი წარმომადგენელი Maxime Fabre პროექტით CRYSTAL GEOMETRY დაუკრავს. პროექტი შთაგონებულია Post-Punk, Black Metal და Industrial ჟღერადობით, მის რელიზებს კი ლეგენდარული ADAM X-ის ლეიბლ Sonic Groove-ზე შევხვდებით. არტისტებს მასპინძლობას კლუბის რეიზდენტები, რომან აბრამოვი იგივე ROMAN და პარიზში მოღვაწე ქართველი დიჯეი და ასევე კლუბის რეზიდენტი LIZA RIVS გაუწევენ.
G2-ში დაუკრაენ ოთახის რეზიდენტები, ლადუკა ნინუა ელექტრო/ჰაუს პროექტით SEVDA და ასევე G2-ის რეზიდენტი DIGITAL GROOVE AFFAIR.

I PRE-SALE: 30 GEL
II PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL