Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 6 DEC

31.00 

Out of stock

SKU: KH061219 Categories: ,

6 დეკემბერს KHIDI-ს მთავარ სცენაზე დაუკრავს ლეგენდარული კალიფორნიელი დიჯეი და პროდიუსერი, ლეიბლების HISTORIA Y VIOLENCIA და JEALOUS GOD თანადამფუძნებელი, ცნობილი კოლექტივის SANDWELL DISTRICT წევრი Juan Mendez სოლო პროექტით SILENT SERVANT.

მასთან ერთად წარდგება ლეიბლ STROBOSCOPIC ARTEFACTS-ის ოჯახის წევრი და ინდუსტრიული ჟღერადობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა Rrose. მისი კარიერის დაწყება ზემოთხსენებულ კოლექტივ Sandwell District-ს უკავშირდება, შემდგომ კი საკუთარი ლეიბლი EAUX დაარსა. Rrose-ს სავიზიტო ბარათი განსაკუთრებით მძიმე და ბნელი ჟღერადობაა, რომელიც მის იდენტობას მკვეთრად უსვამს ხაზს.
არტისტებს მასპინძლობას KHIDI-ს ადგილობრივი რეზიდენტები: რომან აბრამოვი პროექტით ROMAN და პარიზში მოღვაწე ქართველი დიჯეი ლიზა ბასილაია იგივე LIZA RIVS გაუწევენ.
G2-ში დაუკრავენ: KHIDI-ს რეზიდენტი ლადუკა ნინუა პროექტით SEVDA და ადგილობრივი ჰაუს სცენის პიონერი დიჯეი GIO SHENGELIA.