FRIDAY 6 OCT

30.00 

Out of stock

Category:

Perc – ლონდონელი არტისტის Ali Wells-ის პროექტია, რომელიც ცნობილია, როგორც პროდიუსერი, დიჯეი და ლეიბლის მფლობელი. მისი სადებიუტო რელიზი 2002 წელს Easy Access-ზე გამოიცა. 2 წლის შემდეგ მან დაარსა საკუთარი ლეიბლი “Perc Trax”, რომელზეც დღემდე გამოიცემა მისი და არა მარტო მისი EP-ები, თუ ალბომები. Perc-ის შემოქმედება დაფუძნებულია მისი ელექტრონული მუსიკის წარსულის ფართო ცოდნაზე, რომლის მეშვეობითაც იგი სავსებით ახალ და უნიკალურს ქმნის. მისი რელიზები გამოდიოდა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არის – CLR, Kompakt, Drumcode, Stroboscopic Artefacts და სხვა. მისი ბოლო რელიზი, რომელიც გახლავთ ალბომი “Bitter Music”, 2017 წელს გამივდა საკუთარ ლეიბლზე “Perc Trax” და შესულია 8 ტრეკი, რომელიც ძირითადად ტექნო ჟღერადობის არის, მაგრამ ასევე მოიცავს ინდუსტრიულ და ექსპერიმენტალურ ჟანრებსაც. ამ ალბომს ასევე პოლიტიკური მესიჯიც ახლავს Ali Wells-გან “Brexit”-ის გამო.

► facebook.com/PercTrax
► soundcloud.com/perc
► residentadvisor.net/dj/perc

AnD – ბრიტანელი არტისტების, Andro (იგივე Andrew Bowen) და Dimit (იგივე Dimitri Poumplidis), საერთო პროექტია. მათი დებიუტი შედგა 2009 წელს, როდესაც ლეიბლზე Mindset, გამოუშვეს პირველი EP-ი 16 Bit-თან ერთად, რომელშიც შევიდა მათი ტრეკი “Nebulos”, რომელიც Dubstep ჟანრს მიეკუთვნება, ხოლო შემდეგი რელიზები უკვე ტექნო ჟღერადობაზეა ორიენტირებული. მათი რელიზები გამოიცემოდა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: ბრიტანული Horizontal Ground, რომელზეც გამოიცემოდა ისეთი არტისტების EP-ები, როგორებიც არიან SNTS, Skirt, Samuel Kerridge და სხვა. ასევე ლეიბლებზე Idle Hands, Krill Music, Repitch Recordings და Electric Deluxe. სწორედ Electric Deluxe-ზე დარელიზდა მათი 2 ალბომი – “Cosmic Microwave Background” 2014 წელს და “Social Decay”. “Social Decay” სულ რამოდენიმე დღის წინ დარელიზდა, რომელშიც შევიდა AnD-ის 13 ტრეკი. მათი საუნდი ორიენტირებულია ტექნოზე და ჰარდ ტექნოზე, მაგრამ ამ ალბომში ასევე გვხვდება ეისიდ ჟღერადობის ტრეკები. AnD-ს ასევე აქვს საკუთარი ლეიბლი, იგივე სახელწოდებით “AnD”, რომელზეც მხოლოდ 2 EP-ი გამოიცა.

► facebook.com/AnDmusik1
► soundcloud.com/andmusik
► residentadvisor.net/dj/and

STRIP STEVE – გერმანიაში მცხოვრები, ფრანგი პროდიუსერი და DJ, Théo Pozoga-ა. მისი სადებიუტო რელიზი გამოიცა 2007 წელს, ლეიბლზე – Boysnoize Records, რომელზეც ასევე მისი 8 სინგლი და 2 ალბომია გამოცემული. იგი ასევე თანამშრომლობს ისეთ ლეიბლებთან როგორებიცაა – Waxtefacts, BNR Trax, Arcade Mode და Man Band rec. Théo ასევე ავტორია მრავალი რემიქსის, რომლებიც 10 წლის განმავლობაში სხვადასხვა ლეიბლებზე რელიზდებოდა. მისი რელიზები არ არის ორიენტირებული რომელიმე კონკრეტულ ჟანრზე, არამედ მის დისკოგრაფიაში შეხვდებით, როგორც ჰაუსს და დიფ-ჰაუსს, ასევე ტექნოს, ელექტროს და ბრეიქბიტს.

► facebook.com/stripsteve
► soundcloud.com/stripsteve
► residentadvisor.net/dj/stripsteve

L8 – A.K.A Tetechi – ლუკა მეტრეველის პროექტია რომელიც აერთიანებს House-ისა და Electro-ს მრავალ სუბ ჟანრს, მის სელექციაში მრავლად შეხვდებით Classic,Dub,Tech,Acid,Lo-Fi,Deep,Break-Beat და Funk ჟღერადობებს, არტისტი სახელის შეცვლას ახალ წამოწყებებს, მიზნებსა და სურვილებს უკავშირებს, მისი თქმით სახელი არის კარგადმჟღერი და მაგნიტური იმ თვისებებისა და ვიბრაციების მიმართ, რომელიც მას ამ ცხოვრების ეტაპზე სჭირდება.

► facebook.com/L8-221792138330008
► soundcloud.com/l8l8l8l