Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 8 FEB

20.00 

Out of stock

SKU: KH080219 Categories: ,

8 თებერვალს KHIDI წარმოგიდგენთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელ ბერლინელ დიჯეისა და პროდიუსერს PARALLX.
მისი უხეში ჟღერადობა შთაგონებულია 90-იანი წლების ტექნო მუსიკით. 2017 წელს Parallx-ის პირველმა რელიზმა KOBOSIL-ის ლეიბლ imprint R-ზე მალევე მოუტანა არტისტს წარმატება, GROOVE MAGAZINE-ის გამოკითხვებში კი მისი ტრეკი მოწინავე პოზიციებს იკავებდა. იმ დროისთვის ახალბედა არტისტს, მისთვის დამახასიათებელმა მრავალფეროვანმა სეტებმა, რომლებიც ძირითადად EBM, Dark wave და Synth pop ჟღერადობას ეყრდნობა, გზა გაუხსნა ისეთი ლეგენდარული კლუბისკენ, როგორიცაა Berghain / Panorama Bar და სხვა ცნობილი ევროპული კლუბები. 8 თებერვალს PARALLX-თან ერთად დაუკრავენ KHIDI-ს რეზიდენტები, ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წამყვანი დიჯეი და პროდიუსერი ლეონ ლოლიშვილი პროექტით BOYD SCHIDT და გიგა არაბული სასცენო სახელით FREQUENCY SHIFTER.

G2-ში დაუკრავს ლეგენდარული დიჯეი და პროდიუსერი დეტროიტიდან TERRENCE PARKER და MERACHKA. Terrence Parker-მა მსოფლიოს ჰაუს მუსიკის სცენაზე ადგილი უბადლო მიქსინგისა და სელექციის დამსახურებით დაიმკვიდრა, მის სახელზეა უამრავი ტრეკი თუ რემიქსი. Terrence Parker-ის ბოლო ნამუშევრებიდან ერთ-ერთი გამორჩეული ალბომი “Life On The Back 9”, რომელიც CARL CRAIG-ის ლეიბლზე PLANET E გამოიცა და 2017 წელს გამოშვებულმა “GOD Loves Detroit კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარკერის როლს ჰაუს მუსიკის ინდუსტრიაში.
პარკერის კიდევ ერთი გამორჩეული პროექტია SEVEN GRAND HOUSE AUTHORITY, რომლის ნამუშევრებს ზემოთ ნახსენები სახელით ისეთ ლეიბლებზე შევხვდებით, როგორიცაა: SoundWorks და Serious Grooves. Terrence Parker G2-ში მსმენელის წინაშე MERACHKA-სთან ერთად წარდგება, რომელიც პარკერის სეტს ვოკალურად გააფორმებს.
ლეგენდარულ არტისტს მასპინძლობას გაუწევენ G2-ის რეზიდენტები, სოლო გაგუა და გიორგი კაკოიშვილი პროექტით DIGITAL GROOVE AFFAIR.

I PRE-SALE: 20 GEL
II PRE-SALE: 30 GEL
III PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL