Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 8 MAR

40.00 

FACEBOOK EVENT

Out of stock

SKU: KH080319 Categories: ,

8 მარტს KHIDI წარმოგიდგენთ ბერლინული ლეიბლ ARTS-ის შოუქეისს, რომელზეც დუკრავენ: ჰოლანდიელი დიჯეი და პროდიუსერი TIM TAMA. ხანმოკლე დროში მან შეძლო გამოეშვა რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორიცაა A R T S, OBSCUUR Records, Taro Records, Raven Sigh და Grounded. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოსთვის ძირითადი დამახასიათებელი და აუცილებელი დეტალი დრამატული მონოტონურობა და განმეორებითი ბგერებია, იგი მუდმივად ცდილობს საკუთარ მუსიკაში სიახლის შეტანას, სწორედ ეს გახდა TIM TAMA-ს სავიზიტო ბარათი. მასთან ერთან დაუკრავს ახალგაზრდა ფრანგი ტექნო დიჯეი და პროდიუსერი I HATE MODELS და თავად ლეიბლ ARTS-ის სულის ჩამდგმელი – EMMANUEL, რომელიც სცენაზე პირველად 2008 წელს გამოჩნდა, თუმცა პოპულარობა 2013 წლიდან, ანუ ლეიბლის დაარსების მომენტიდან მოიპოვა. 2008 წლიდან გამოქვეყნებული აქვს 2 ალბომი და 20-მდე EP, რომლებიდანაც გამორჩეულია 2014 წელს DUSTIN ZAHN-ის ლეიბლ ENEMY RECORDS-სა და DAX J-ს MONNOM BLACK-ზე გამოცემული EP-ები. ბერლინში დაფუძნებულ არტისტებთან ერთად ლაივს შეასრულებს ანონიმური დუო თბილისიდან LUCID VOID, რომელიც საკუთარ ნამუშევრებს უახლოვეს მომავალში ლეიბლ ARTS-ზე გამოუშვებს.

I PRE-SALE: 20 GEL [SOLD OUT]
II PRE-SALE: 30 GEL [SOLD OUT]
III PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL