KHIDI 中 OTHERCULT: FRIDAY 27 OCT

30.00 

Out of stock

Category:

Description

James Ruskin – ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. მისი მუსიკალური წარსული ძირითადად მოიცავს ჰიპ-ჰოპ და ელექტრო ჟანრებს, რომლებსაც მოგვიანებით დაემატა დეტროიტული ტექნოს გავლენა. 1991 წელს სწორედ დეტროიტულმა სცენამ უბიძგა მას მისი დღევანდელი ფროფესიისკენ. 1997 წელს გამოიცა James-ის პირველი EP ლეიბლ Surface Records-ზე, რომელშიც შესულია მისი და Richard Polson-ის ერთობლივი ნამუშევრები. 1996 წელს სწორედ მათ დაარსეს ლეიბლი BlueprintRecords, რომელიც დღეისათვის უკვე 77 “რელიზს” მოიცავს, გამოიცა ისეთი არტისტების EP-ები, როგორებიცაა: oliver ho, O/V/R, Sigha, Samuel Kerridge, Makaton და სხვა.

► residentadvisor.net/dj/jamesruskin

Stephanie Sykes – KHIDI-ს და Jaded-ის რეზიდენტი ბრიტანელი დიჯეი და პროდიუსერი. იგი ამჟამად მანჩესტერში ცხოვრობს. სწორედ მანჩესტერი დაეხმარა მას, რომ ეპოვნა სტაბილურობა და გაეცნო მრავალი მუსიკალური ღირსება. Stephanie-ს მანჩესტერში ყოფნა დაეტყო ამავე ქალაქის კლუბური სცენის მრავალ ღამეს. მას შემდეგ რაც იგი დაუკავშირდა ტექნო პიონერ Dasha Rush-ს იგი გახდა Dasha-ს ლეიბლ Fullpanda Records-ის წევრი, რომელზეც 2014 წლის 12 დეკემბერს გამოიცა EP “Luna Tactus”, სადაც შესულია მისი ორი ტრეკი “Perplex” და “Hypo” Fjäder-ის “Ison” და „Satori”-სთან ერთად. სწორედ ამ EP-ით შედგა მისი დებიუტი.


► soundcloud.com/stephanie-sykes
► residentadvisor.net/dj/stephaniesykes-uk

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 40 GEL