Close
  • No products in the cart.
back to top

KHIDI 3 YEARS ANNIVERSARY

41.00 

 

 

 

Out of stock

Categories: ,

ბრიტანელმა ტექნო პროდიუსერმა INIGO KENNEDY-მ კარიერა შუა 90-ანებში დაიწყო, როდესაც მისი სადებიუტო EP-ი ბრიტანულ ლეიბლ ZET RECORDS-ზე გამოვიდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კენედი საკუთარ ტრეკებს უფასო MP3-ებად არელიზებდა, სანამ ბელგიურმა ლეიბლმა TOKEN არ დაიწყო მისი ფირფიტების დაპრესვა. სწორედ ამ ლეიბლის პირველი რელიზი ეკუთვნიდა ინიგოს. დღეს-დღეობით ინიგო მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად მიიჩნევა, ამ აზრს ზურგს მისი რელიზების რაოდენობა და კარიერული მიღწევები უმაგრებს. ინიგოს სეტებში ჭარბად შევხვდებით მელოდიურ და მელაქნოლიურ ბგერებს, რომელიც არტისტის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. KENNEDY-ს პარტნიორობას ბელგიელი დიჯეი, პროდიუსერი და ლეიბლ TOKEN-ის სულის ჩამდგმელი KR!Z გაუწევს. იგი ასევე არის ცნობილი ფართების სერიის KOZZMOZZ-ის რეზიდენტი. Jeff Mills-ისა და James Ruskin-ის შემოქმედების ზეგავლენით KR!Z-მა 2007 წელს დაარსებული ლეიბლით მყარად დაიკავა ადგილი ტექნო ინდუსტრიაში. მისი მთავარი მიზანი იყო დაერელიზებინა მუსიკა რომელიც მას მოსწონდა და გზა გაეხსნა არტისტებისთვის, რომლებსაც არ ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი შემოქმედება მასებისთვის წარედგინათ. KHIDI-ს სამი წლის იუბლიეზე მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ლეიბლ Flyance Records-ის დამფუძნებლები, ბარსელონაში მოღვაწე პარიზელი კაროლ ჰერსესა და მანუელ სენე პროექტით KAS:ST. დუოს სადებიუტო რელიზი FROM THE EAST რომელიც კარგად გამოხატავს პროექტის თანამედროვე ტექნოს ხედვას, Steaward-ზე (Rutilance Recordings-ის სუბლეიბლი) 2016 წელს გამოიცა და მას შემდეგ კიდევ 5 EP და არაერთი ნამუშევარი გამოაქვეყნეს ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Flyance Records, Concrete Music, Informa Records, Taapion Records, Blocaus Series და სხვა. არტისტებს მასპინძლობას გაუწევენ ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის ვეტერანი დიჯეი აჩი თაბუკაშვილი იგივე VULKANSKI და ახალი თაობის წარმომადგენელი ასევე კლუბის რეზიდენტი ირაკლი დანელია პროექტით YANAMASTE . G2-ში დაუკრავენ ოთახის რეზიდენტები, ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი BALTRA, ლადუკა ნინუა G2-ის რეზიდენტი პროექტით SEVDA და პროექტ OIMACTTA-ს ერთ-ერთი წევრი JAN SOTO.

I PRE-SALE: 30 GEL

II PRE-SALE: 40 GEL

III PRE-SALE: 50 GEL

DOOR: 50 GEL