Close
  • No products in the cart.
back to top

KHIDI GROVES

 

 

Categories: ,

KHIDI REBELS არის კლუბ KHIDI-ს ახალი მიმართულება – მოძრაობა, რომლის ქვეშაც ერთიანდება პროექტები, რომლებიც ეხმიანებიან მნიშვნელოვან სოციალურ და ეკოლოგიურ პრობლემებს. KHIDI REBEL-ის მეორე პროექტს წარმოადგენს: KHIDI GROVES (ხიდის ჭლები). 9 ივნისს, კლუბი KHIDI დაბადების დღის კვირეულის ფარგელბში, მონუმენტ „საქართველოს მატიანე“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გამართავს ღია ივენთს: KHIDI GROVES (ხიდის ჭლები). ღონისძიებაზე მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ ბილეთებით, რომლის ნაცვლადაც გაიყიდება ხეები. თითოეული ხის მეპატრონეს ყიდვისას საშუალება ექნება QR კოდის მეშვეობით საკუთარ ხეში ჩადოს გზავნილი, რომლის წაკითხვის საშუალება ხიდის ჭალებში მისულ ადამიანებს ექნებათ. ჩვენი მიზანია ეკოლოგიურ გამოწვევებში ჩართვა მწვანე საფარის შექმნით და სამომავლოდ მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობის აღებით. ბილეთის და შესაბამისად ხის შეძენის საშუალება შესაძლებელია 30 მაისამდე. ირჩევთ ხეს და კომენტარში წერთ თქვენს გზავნილს. ღონისძიების დღეს, ადგილზე მიიღებთ თქვენ კუთვნილ ბარათს უნიკალური QR კოდით. ხის სახეობები: ჭალის მუხა არყის ხე ჰიმალაის კედარი მაღალმთის ნეკერჩხალი KHIDI GROOVES (ხიდის ჭალები) პარტნიორები: PLANT SHOP თბილისის მერია