KHIDI 中 HOSPITAL PRODUCTIONS RESIDENCY NIGHT

30.00 

Out of stock

Category:

Description

KHIDI წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ამერიკული ლეიბლის Hospital Productions-ის პირველ შოუქეისს ლეიბლის რეზიდენტობის ფარგლებში. 1997 წელს, Dominick Fernow-ს მიერ დაარსებულმა ლეიბლმა ოცწლიან პერიოდში 500-ზე მეტი სხვადასხვა ჟანრის რელიზი გამოსცა. დროთა განმავლობაში ლეიბლი გასცდა ნიუ-იორკის ანდერგრაუნდს, რამაც კატალოგში ჟანრობრივი მრავალფეროვნება შემოიტანა. ოცი წლის შემდეგ კი, თამამად შეიძლება ითქვას, რომ Hospital Productions-მა დიდი როლი შეასრულა მსოფლიო ემბიენთ, ნოიზ და ექსპერიმენტული ჟღერადობების პოპულარიზებაში. Fernow-ს პროექტების გარდა, ლეიბლის ფართო დისკოგრაფიაში აღმოაჩენთ Silent Servant (Official)-ის სადებიუტო LP-ს, Alessandro Cortini-ს ფირფიტების სერიებსა და ლეგენდარულ კოლაბორაციას Vatican Shadow-სა და Function-ს შორის

I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
III Pre-sale: 40 GEL
Door: 40 GEL