KHIDI 中 RESIDENTS NIGHT: FRIDAY 1 DEC

15.00 

Category:

Description

Vulkanski – 1994 წელს ის მხედრიონის მესამე ქვედანაყოფმა პანკისის ხეობაში მგლების ფარას შეფარებული იპოვა, თავის რიგებში აიყვანა და მძიმე სპორტული ვარჯიშების ხარჯზე უკომპრომისო რობოტად აქცია. მისი დაუმორჩილებელი ემოციები მის მუსიკაშიც აისახება. მისი ლაივი გამოირჩევა მძიმე, ვულკანური, მჟავე ბეისლაინითა და არითმიული პერკუსიებით, რაც ჩვენს ფიქრებს დეპრესიულსა და უგონოდ მოძრავს ხდის.

► residentadvisor.net/dj/a.tabukashvili

RÓMAN – KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერი რომან აბრამოვის ტექნო პროექტი. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ფირფიტები და დიდ დროს ატარებდა ფირსაკრავთან. უკვე 2 წელია ასწავლის დიჯეინგს კრეატიული განათლების სტუდია Creative Education Studio-ში. მისი პირველი ტრეკი Berika-ს ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 2016 წელს გამოიცა 3 სხვა ქართველ არტისტთან ერთად კრებულში “Lifesigns 001”. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა, რომლებიცაა:UnderworldThe Chemical BrothersDepeche ModeFatboy SlimMobyდა ა.შ. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით.

► residentadvisor.net/dj/roman-ge
► soundcloud.com/romantbs

OTHR – KHIDI-ს რეზიდენტი ლადუკა ნინუას პროექტი. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენთიდან დაწყებული, მძიმე და ცივი ჟღერადობით დამთავრებული OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკა ნინუას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს: Oimactta, TU JI. OTHR-ს პირველი რელიზი და ცოცხალი შესრულება 2017-ში აქვს დაგეგმილი.

► residentadvisor.net/dj/othr
► soundcloud.com/othrmsc

I ლიმიტი – 15 GEL
II ლიმიტი – 20 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 20 GEL