Close
  • No products in the cart.
back to top

FRIDAY 15.09 SEASON OPENING

40.00 

Sold Out

Category:

KHIDI // SEPTEMBER 15

Phase Fatale (Jealous God, Ostgut Ton, Hospital Productions | Berlin) – კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი, ნიუ იორკელი ახალგაზრდა DJ-ს და პროდიუსერის Hayden Payne-ს ტექნო პროექტია, რომელიც ამჟამად ბერლინში ცხოვრობს. მუსიკოსი წლების მანძილზე პოსტ-პანკ ბენდებში უკრავდა, რაც აისახა მის ამჟამინდელ ჟღერადობაზე, რომელიც ბნელი, მძიმე და ინდუსტრიული ტექნოს მისეულ ინტერპრეტაციას წარმოადგენს. ამ არტისტისთვის დამახასიათებელი უხეში დრამი, ცივი სინთეტური ხმები და უხეში სემპლები ერთგვარ ფუტურისტულ ომის იმიჯს ქმნის.

Phase Fatale-მა 2016 წელს გამოსცა 2 EP ლეიბლზე Jealous God და წარსდგა კოლაბორაციული ლაივით Silent Servant (Official)-თან ერთად ამავე ლეიბლის შოუქეისზე, Berlin Atonal-ზე. მას შემდეგ გამოსცა EP Berghain / Panorama Bar-ის ლეიბლ Ostgut Ton-ის სუბ-ლეიბლ Uterton-ზე, მაშინ, როდესაც იგი რეგულარულად უკრავდა ამავე კლუბში.

2017 წლის 13 ოქტომბერს, Phase Fatale-ის პირველი ალბომი – Reedemer გამოიცემა ლეიბლ Hospital Productions-ზე, რომლის დებიუტიც 15 სექტემბერს შედგება.

► phasefatale.com
► facebook.com/phasefatalemusic
► soundcloud.com/phasefatale
► residentadvisor.net/dj/phasefatale

SΛRIN – ბერლინელი არტისტი, რომლის პროექტებიც აშკარად გამორჩეულია ელქტრონული მუსიკის ანდერგრაუნდ სცენაზე. ინდუსტრიული საუნდისა და EBM-ის სინთეზის ტექნოსთან კომბინირებით SΛRIN მისთვის დამახასიათებელ ინდივიდუალურ ჟღერადობას ქმნის. მისი ბოლო EP – Current Conflict, რომელიც ლეიბლ [aufnahme + wiedergabe]-ზე გამოიცა Resident Advisor-ის წლის ფავორიტ რილიზებში მოხვდა. SARIN ასევე არის პროექტKONKURS-ის წევრი BLUSH_RESPONSE-თან ერთად.

► facebook.com/VXSARIN
► soundcloud.com/sarinvx
► residentadvisor.net/dj/sarin

Amotik – ბერლინელი ტექნო არტისტი, რომელიც ამავე სახელწოდების ლეიბლის მფლობელია. საკუთარი ლეიბლის გარდა, თავის მუსიკას აქვეყნებს Tommy Four Seven-ის ლეიბლზე 47 და Len Faki (OFFICIAL)-ის ლეიბლ FIGURE •-ის სუბ-ლეიბლ Figure Jams-ზე.

► facebook.com/amotikmusic
► soundcloud.com/amotikmusic
► residentadvisor.net/dj/amotik

Hidden Spheres – იგივე Tom Harris, ბრიტანელი არტისტი, რომელიც ძირითადად ჰაუს ჟღერადობაზე ორიენტირებს. მისი სეტები საკმაოდ მრავალფეროვანია და ხშირად მოიცავს დისკო ჟღერადობის ტრეკებსაც. Hidden Spheres-ის პირველი EP – Waiting 2015 წელს Lobster Theremin-ის სუბ-ლეიბლ Distant Hawaii-ზე გამოიცა და მას შემდეგ ამ ფირფიტის 4 რეპრესი გამოვიდა. ივლისში კი დღევანდელი სცენის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლეიბლმა Lobster Theremin გამოსცა მისი ფირფიტა – It Ain’t Easy, რომელმაც მსმენელის დიდი მოწონება დაიმსახურა.

► facebook.com/hiddenspheres
► soundcloud.com/hiddenspheres
► residentadvisor.net/dj/hiddenspheres

Sevda – ქართველი არტისტის, ლადუკა ნინუას ერთ-ერთი პროექტია, რომელსაც კარგად ვიცნობთ მისი სხვა პროექტებით –OimacttaTU JIOTHR.
დაახლოებით ერთი წლის წინ Sevda ანონიმური ცრემლებით გაეცნო მსმენელს – #G.13, #Shen. ეს იყო მისთვის საშუალება სხვა ფორმით მოეყოლა თავისი ისტორიები. მიუხედავად ანონიმურობისა, დაკვირვებულ ყურს არ გამოპარვია ლადუკასთვის დამახასიათებელი Pad-ები და ავთენტური მელანქოლია. პროგნოზირებდნენ, რომ პროექტის უკან სწორედ რომ ის იდგა. Sevda
არტისტისთვის ჟანრობრივი ექსპერიმენტი იყო, აქამდე თუ ის მსმენელისთვის ნაცნობი იყო Lo-Fi, Witch Wave, IDM, Techno ჟღერადობებით, ამ პროექტით უკვე Lo-Fi House, Deep House-ითაც გაგვეცნო.
ადგილობრივმა პუბლიკამ Sevda მარტივად მიიღო და შეიყვარა, რადგან თითქოს მსმენელთა გამოუთქმელი სევდის კონვერტაცია ამ პროექტში მოხდა.

► facebook.com/Sevdamsc
► soundcloud.com/sevdamsc

Levan Shanidze – ახალგაზრდა ქართველი პროდიუსერი და DJ.

► soundcloud.com/evanhanidze

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე: 40 GEL