G2 中 SATURDAY 11 NOV

15.00 

Out of stock

Category:

Description

Frequency Shifter – ქართველი დიჯეი და პროდიუსერი გიგა არაბულის ტექნო პროექტი. მის მუსიკაზე დიდი გავლენა იქონია ადგილობრივი ტექნო სცენის განვითარებამ, რამაც თავისი ჟღერადობა აპოვნინა. სცენაზე 2017 წლის დასაწყისში გამოჩნდა და არა ერთხელ დაუკრა სხვადასხვა კლუბში. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიცა: Luigi TozziDino SabatiniClaudio PRC,KorridorPolar InertiaMurcofAlessandro CortiniRoly Porter და ა.შ. Frequency Shifter-ის პირველი რელიზი წელს, 22 ოქტომბერს ლეიბლ PalmStructure-ის ქვე-ლეიბლ Structural Realism-ზეSaphileaum-თან და 4 სხვა არტისტთან ერთად კრებულ “Realism001”-ში გამოიცა.

► residentadvisor.net/dj/frequencyshifter
 soundcloud.com/frequencyshifter

Saphileaum – ქართველი დიჯეი და პროდიუსერი ანდრო გოგიბედაშვილის ტექნო პროექტი, რომელიც 2015 წლის ბოლოს შეიქმნა. Saphileaum ხალხმა Newcomers Tbilisi-ის შემდეგ გაიცნო. მის შთანოგების წყაროს წარმოადგენს ლოკალური სცენა და ეზოთერიკული არტეფაქტები და მოვლენები, თუმცა მთავარ შთაგონებად მაინც ისეთი არტისტები რჩებიან, რომლებიცაა: Anthony Linell / Abdulla RashimAcronymLuigi Tozzi და Korridor. მისი ჟღერადობა გამოირჩევა ემბიენთ და ჰიპნოტური სივრცეებით. Saphileaum-ის სადებიუტო EP “As If Rivers Could Speak” გამოიცა 2016 წელს ავსტრალიურ ლეიბლ Controlled Violence-ზე, რომელზეც ასევე გამოცემულია “Sarp E.P.” და შესულია მისი და Monreal-ის ნამუშევრები. მისი ნამუშევრები ასევე გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: NORITELett RecordsSoul Gathering დაPalmStructure-ის ქვე-ლეიბლ Structural Realism-ზე.

► residentadvisor.net/dj/saphileaum-ge
► soundcloud.com/saphileaum

skyra – ქართველი დიჯეი და პროდიუსერი სანდრო პაპასკირის ტექნო პროექტი. მისი მუსიკა ძირითადად ექსპერიმენტულ, ატმოსფერულ ხმებს მოიცავს.
skyra-ს პირველი რელიზი 2016 წელს Berika-ს ქართულ ლეიბლIcontrax-ზე 3 სხვა ქართველ არტისტთან და მის მეორე ტექნო პროექტ YT-სთან ერთად კრებულ “Lifesigns 001”-ში გამოიცა. მისი 2 ნამუშევარი წელს, 30 ოქტომბერს ლეიბლ Icontrax-ზე Newa-სთან დაBody Thrills-თან ერთად კრებულ “ICONTRAX TWO”-ში გამოიცა.

► residentadvisor.net/dj/skyra-ge
► soundcloud.com/skyraa

ონლაინ ბილეთი – 15 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 20 GEL