SATURDAY 21 OCT

20.00 

Out of stock

Category:

Description

VSK – იტალიელი დიჯეი და პროდიუსერი Francesco Visconti-ს პროექტია. იგი არ შემოიფარგლება ტექნოს მხოლოდ ერთი ფორმით, არამედ მისი ტრეკები გამოირჩევა როგორც მძიმე, ბნელი და ინდუსტრიული, ასევე ღრმა და მენტალური ჯღერადობით. მისი პირველი რელიზები გამოიცა 2010 წელს, როდესაც Francesco-მ (VSK) და Andrea Zanchetta-მ (Conrad Van Orton) დაარსეს ლეიბლი Consumer Recreation Service Recordings. ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში VSK-მ გამოსცა რელიზები ისეთ გამორჩეულ ლეიბლებზე, როგორებიც არის – Perc Trax, Modularz, Planet Rhythm, 47 Records, Ear To Ground, Complex Adaptive System და Genesa.

VSK-ს და Scalameriya-ს ხიდისთვის დებიუტი შედგება საერთო ლაივ აქტით, რის შემდეგაც VSK განაგრძობს DJ სეტით.

Scalameriya – იგივე Nikola Grebovic, სერბი დიჯეი და პროდიუსერია. როგორც VSK-მ, ნიკოლამაც საკუთარი შემოქმედების გამოჩენა მის მიერ დაარსებულ ლეიბლზე დაიწყო. 2010 წელს მან დაარსა ლეიბლი Genesa Records, რომელიც ორიენტირებული იყო ტექნოზე, IDM-ზე, ტრანსზე/ფსაი-ტრანსზე და მინიმალზე. ამ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში Genesa-ზე მან დაარელიზა 7 EP-ი და 1 ალბომი, სახელწოდებით “Hubris”, რომელშიც შესულია მისი 10 ტრეკი და ალბომი მთლიანად ორიენტირებულია ტექნოზე. Scalameriya-ს ასევე აქვს რელიზები ისეთ ლეიბლებზე, როგორებიც არის – Nachstrom Schallplatten, Perc Trax, Planet Rhythm, Phobiq Recordings, Der Hut Records, Several Reasons Records და Power Vacuum.

VSK-ს და Scalameriya-ს ხიდისთვის დებიუტი შედგება საერთო ლაივ აქტით, რის შემდეგაც VSK განაგრძობს DJ სეტით.

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 30 GEL