SATURDAY 23 SEP

20.00 

Out of stock

Category:

Attaché – პოლონელი არტისტის Adam Dąbrowski-ს პროექტია. Adam-ი 2010 წლიდან აქტიურად ჩაერთო მუსიკალურ სფეროში, თუმცა პირველი ტრეკი 2014 წელს გამოსცა. ერთ-ერთი პირველი იყო Viadrina-ს ტრეკი “Prevision”-ის რემიქსი, რომელმაც მაღალი შეფასება მიიღო სახელგანთქმული არტისტებისგან, როგორიცააMARCEL DETTMANN. Attaché-ს ერთ-ერთი გამორჩეულ ტრეკად ითვლება “Pyongyang”, რომელმაც ძალიან მოკლე პერიოდში მრავალი ადამიანის ყურადღება დაიმსახურა. დღეისათვის Attaché-ს დისკოგრაფია მოიცავს 2 EP-ს, “Walls” და “Edinburgh”.

► facebook.com/attacheart
► soundcloud.com/attacheart
► residentadvisor.net/dj/attache

Berika – ირაკლი ბერიკაშვილის ერთ-ერთი მუსიკალური პროექტი, რომლის მიმართულებაც ძირითადად ხასიათდება როგორც Industrial Drone Techno. არტისტი 2015 წლის ელექტრონავტის მთავარი ჯილდოს, “წლის ელექტრონავტი”-ს მფლობელი გახდა. Berika-ს პირველი EP “Untold” 2014 წელს ლეიბლ Future Records-ზე გამოიცა, სადებიუტო ალბომი “Far Silence Alegory” კი 2015 წლის ზაფხულში გამოსცა. მას ასევე ეკუთვნის ლეიბლ Konkrezept-ზე გამოცემული ციფრული EP “Day is Dying”. 2016 წელს Berika-მ ქართული ლეიბლი Icontrax დაარსა, რომლის პირველ კრებულშიც შესულია მისი ტრეკი “Karavangel”.

► facebook.com/berikaspace
► soundcloud.com/berika-space
► residentadvisor.net/dj/berika

RÓMAN – რომან აბრამოვი, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი ქართველი დიჯეი და პროდუსერია. დაიბადა 1983 წელს საბჭოთა თბილისში. ბავშვობიდან უყვარდა ფირფიტები და დიდ დროს ატარებდა ფირსაკრავთან. იგი უკვე 2 წელია ასწავლის დიჯეინგს Creative Education Studio-ში. მისი პირველი ტრეკი “Wrong Temple” ქართულ ლეიბლ Icontrax-ზე 2016 წელს 3 სხვა ქართველ არტისტთან ერთად გამოიცა კომპილაციაში Lifesigns. მისი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებაზე გავლენა ისეთმა არტისტებმა და ბენდებმა მოახდინეს რომლებიცაა: UnderworldThe Chemical BrothersDepeche ModeFatboy SlimMoby და მრავალი სხვა. მის სეტებს მარტივად გამოარჩევთ დახვეწილი, მრავალფეროვანი სელექციით.

► facebook.com/rmntbs
► soundcloud.com/romantbs
► residentadvisor.net/dj/roman-ge

OTHR – კლუბ KHIDI-ს რეზიდენტის, ლადუკა ნინუას ახალი მუსიკალური პროექტია. OTHR-ის მუსიკალური სივრცე უსაზღვროა. პროექტი გამოირჩევა სპეციფიური ჰარმონიულობით, რომელიც მის ერთგვარ ხელწერად ითვლება. ემბიენთ ჟღერადობიდან დაწყებული, მძიმე და ცივი საუნდით დამთავრებული, OTHR წარმოადგენს არტისტის ერთგვარ შემაჯამებელ პროექტს, რომელიც თავს უყრის ლადუკა ნინუას წინა მრავალჟღერადობიან პროექტებს: Oimactta, TU JI. OTHR-ს პირველი რელიზი და ცოცხალი პერფორმანსი 2017 აქვს დაგეგმილი.

► facebook.com/othrme
► soundcloud.com/othrmsc
► residentadvisor.net/dj/othr