SATURDAY 4 NOV

30.00 

Out of stock

Category:

Description

Stanislav Tolkachev – მსოფლიო ტექნო სცენის ერთ-ერთი გამორჩეული არტისტი. წარმოშობით უკრაინელი მუსიკოსის ტრეკებისთვის დამახასიათებელია ემბიენთ, აბსტრაქტული და დეტროიტული ტექნოს ჟღერადობა. მას 2005 წლიდან დღემდე გამოქვეყნებული აქვს არა ერთი ნამუშევარი ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Mord Records I/YReclaim Your CityIllegal Alien RecordsModularzKrill MusicWeekend CircuitFullpanda Records,Subsist records, M_REC LTD და ა.შ. იგი მუსიკის გარდა გატაცებულია ფოტოგრაფიით. მისი ნამუშევრების გამოფენა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მოეწყო.

► soundcloud.com/stanislavtolkachev
► residentadvisor.net/dj/stanislavtolkachev

OAKE – ბერლინელი დუო, Eric Goldstein-ისა და Bathseba Zippora-ს პროექტი, რომელიც ორიენტირებულია ბნელ, ატმოსფერულ ტექნოზე და შთაგონებულია ბრიტანული პოსტ-ინდუსტრიული ქმედებების მიერ. პროექტის დებიუტი 1993 წელს შედგა Regis-ისა და Female-ის დაარსებულ ბრიტანულ ლეიბლზე Downwards Records. პირველივე რელიზიდან ნათლად ჩანს პროექტის მიმართულება, რომელიც კონცენტრირებულია ბნელ და შემზარავ ხმოვანებაზე, რომელშიც იძირება ჰიპნოტური პერკუსიები და იდუმალი ვოკალები. OAKE-ს ალბომი “Auferstehung” მალევე გამოიცა Downwards Records-ზე. მათი ნამუშევრები ასევე გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Stroboscopic Artefacts დაNoiztank. 3 ნოემბერს OAKE-ს EP სახელწოდებით “Sentiment of Callousness” გამოვა SNTS-ის ლეიბლზე. როგორც მას აღწერენ, “Sentiment of Callousness” დაწერილია წელიწადნახევრიან კოლაფსზე და ხასიათდება ქვეყნიერების განცალკევებით მის გარშემო მყოფ სამყაროსთან. ყოველი ტრეკი განასახიერებს იმ შეგრძნებას, რომლის განცდაც იმ დროისათვის იყო შესაძლებელი, ბნელიდან ნათლამდე, ცოცხალიდან მკვდარამდე, რეალურიდან არარეალურამდე და “მე”-დან სხვამდე.

► oakemusic.tumblr.com
► soundcloud.com/oake
► residentadvisor.net/dj/oake

YYYY – ანონიმური დუო ბუენოს აირესიდან, რომელიც 2013 წელს გამოჩნდა ტექნო სცენაზე. მათი მუსიკა უცნაური ტექსტურებით გაჯერებული, ინდუსტრიული, ატმოსფერული, დაბ და დრონის ჟღერადობით, ხოლო მათი შესრულებები კი აგრესიულობითა და ამავდროულად ღრმა ემოციურობით ხასიათდება, სადაც უძველესი მისტიციზმი ერწყმის ექსპერიმენტულ ტექნოს. მათი ნამუშევრები გამოიცემა ისეთ ლეიბლებზე, როგორებიცაა: Weekend Circuit,Injected Poison RecordsIllegal Alien RecordsPlanet RhythmIllegal Alien Black Label და Evod.

► soundcloud.com/yyyy1
► residentadvisor.net/dj/yyyy

Vulkanski – 1994 წელს ის მხედრიონის მესამე ქვედანაყოფმა პანკისის ხეობაში მგლების ფარას შეფარებული იპოვა, თავის რიგებში აიყვანა და მძიმე სპორტული ვარჯიშების ხარჯზე უკომპრომისო რობოტად აქცია. მისი დაუმორჩილებელი ემოციები მის მუსიკაშიც აისახება. მისი ლაივი გამოირჩევა მძიმე, ვულკანური, მჟავე ბეისლაინითა და არითმიული პერკუსიებით, რაც ჩვენს ფიქრებს დეპრესიულსა და უგონოდ მოძრავს ხდის.

Ash Scholem – ქართველი დიჯეი და ლეიბლ Transfigured Time-ის ერთ-ერთი დამაარსებელი.

► soundcloud.com/ash_scholem
► residentadvisor.net/dj/ash-ge

L8 – A.K.A Tetechi – ლუკა მეტრეველის პროექტი, რომელიც აერთიანებს ჰაუსისა და ელექტროს მრავალ სუბჟანრს. მის სელექციაში მრავლად შეხვდებით: Classic, Dub, Tech, Acid, Lo-Fi, Deep, Break-Beat და Funk ჟღერადობებს. არტისტი სახელის შეცვლას ახალ წამოწყებებს, მიზნებსა და სურვილებს უკავშირებს. მისი თქმით სახელი არის კარგადმჟღერი და მაგნიტური იმ თვისებებისა და ვიბრაციების მიმართ, რომელიც მას ცხოვრების ამ ეტაპზე სჭირდება.

► soundcloud.com/l8l8l8l

I ლიმიტი – 20 GEL
II ლიმიტი – 30 GEL
ბილეთის ფასი კარზე – 40 GEL