TUESDAY 2 JAN

30.00 

Out of stock

Category:

Description

Boston 168 – KHIDI-ს რეზიდენტი ორი იტალიელი პროდიუსერის, ტურინელი Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს ტექნო პროექტი, რომლის სადებიუტო “The Drill EP” 2014 წელს მათივე დაფუძნებულ ლეიბლ Old and Young-ზე გამოიცა. პირველივე რელიზში ნათელი გახდა, რომ დუო განსაკუთრებულ აქცენტს ანალოგ ინსტრუმენტებსა და მათგან მიღებულ ჟღერადობაზე აკეთებს. 2015 წელს დუომ ორი EP Enemy Records-სა და Involve Records-ზე გამოაქვეყნა, ხოლო 2016 წელს ODD / EVEN-ზე გამოცემული “Oblivion EP” მათ კარიერაში ყველაზე წარმატებული აღმოჩნდა. ამავე წელს Fabrizio Lapiana-ს ლეიბლ Attic Music-ზე გამოიცა მათი EP – “Laq02”, სადაც ასევე გამოქვეყნებული აქვთ EP – “Khidi Raver”. 80-იანი წლების ფსიქოდელიური ჟღერადობა და ეისიდ ტექნოს ტალღა Sergio Pace-ისა და Vincenzo Ferramosca-ს მუსიკალურ გემოვნებაზე მნიშვნელოვნად აისახა, რასაც ადასტურებს მათი ყოველი კომპოზიცია. ისინი ხშირად აღნიშნავენ, რომ სურთ ეისიდი მათი ჟღერადობის ერთ-ერთი მთავარი სამარკო ნიშანი იყოს, რაც მსმენელისთვის ისედაც ადვილი შესამჩნევია.

Fiedel – იგივე Michael Fiedler, გერმანელი დიჯეი და პროდიუსერი, KHIDI-ს და Berghain / Panorama Bar-ის რეზიდენტი და ლეიბლ Fiedelone-ისა და Fiedeltwo-ს სულისჩამდგმელი. 1996 წელს Michael-მა და Erik Wiegand-მა (errorsmith), ჩამოაყალიბეს ერთობლივი პროექტი “MMM”, რაც Messe der Meister von Morgen-ის აბრევიატურაა. MMM ასოცირდებოდა Hard Wax-თან, რომელიც სახელგანთქმული ვინილების მაღაზიაა ბერლინში. 1996 წლიდან ისინი დისკოს, ფანკისა და ტექნოს ზეგავლენით კლუბურ მუსიკას ქმნიდნენ. Fiedel-ის სოლო დებიუტი 2010 წელს ლეიბლ Ostgut Ton-ის მეხუთე კრებულში შესული ნამუშევრით “Doors To Manual” შედგა, სადაც ასევე გამოცემულია მისი ტრეკი “Probe-806” და EP – “Substance B”. 2017 წლის 16 ნოემბერს ლეიბლ PURE TRAXX-ზე გამოიცა EP – “Distances”, სადაც შესულია Fiedel-ისა და Ron Albrecht-ის ნამუშევრები.

I Pre-sale: 20 GEL
II Pre-sale: 30 GEL
III Pre-sale: 40 GEL
Door: 40 GEL