WATERSHED SERIES: SATURDAY 22 DECEMBER

20.00 

SKU: KHWTRSHD2 Category:

Description

22 დეკემბერს KHIDI წარმოგიდგენთ watershed-ის მორიგ სერიას – ემბიენთ არტისტი ABUL MOGARD და SAPHILEAUM.

სერბი მუსიკოსი, ABUL MOGARD მუსიკას გვიან ასაკში დაუახლოვდა იმ მიზნით, რომ შეექმნა საკუთარი თავისთვის საჭირო გარემო. ABUL MOGARD-მა მუშაობა დაიწყო სინთეზატორებთან და სხვა მუსიკალურ მოწყობილობებთან, რომელთა შორის რამდენიმე მისივე შექმნილია.
ABUL MOGARD KHIDI-ში მსმენელის წინაშე აუდიო-ვიზუალური შოუთი წარდგება, რომელსაც ლონდონელი ვიზუალური არტისტი და ილუსტრატორი Marja de Sanctis გააფორმებს.
მასთან ერთად დაუკრავს ქართველი დიჯეი, პროდიუსერი, ლაივ შემსრულებელი და ლეიბლ Theosophy-ს დამაარსებელი, ანდრო გოგიბედაშვილი პროექტით SAPHILEAUM.

შეგახსენებთ, რომ „WATERSHED SERIES“, არის კლუბი KHIDI-ს პროექტი, რომლის მიზანიც არის დაინტერესებულ მსმენელს შეთავაზოს გამორჩეულად საინტერესო ლაივ კონცერტები. პროექტის ფარგლებში პირველი ლაივი ჩატარდა 2016 წლის 30 სექტემბერს, სადაც KHIDI-ს სტუმრები იყვნენ ცნობილი მექსიკელი არტისტი, Murcof, იგივე Fernando Corona და ადგილობრივი მუსიკოსები: Avi Musaifi და TETE NOISE.

I PRE-SALE: 20 GEL
II PRE-SALE: 30 GEL
III PRE-SALE: 40 GEL
DOOR: 40 GEL