Close
  • No products in the cart.
back to top

WEDNESDAY 5 JUN

31.00 

Categories: ,

5 ივნისს, კლუბ KHIDI-ს 3 წლის იუბილესთან დაკავშირებით წარმოგიდგენთ ბოლო წლების ანდერგრაუნდ სცენის გამორჩეულ დუოს BOY HARSHER-ის ლაივს. ბნელი ელექტრონიკა, ინდასტრიალი, დრონი და აღმსარებლური ამბის თხრობა – ეს BOY HARSHER-ის სავიზიტო ბარათია.
BOY HARSHER-მდე 2013 წელს იყო Teen Dreamz, პროექტი, რომელიც მოთხრობებზე იყო დაფუძნებული და რომელსაც წერდა და კითხულობდა Jae Matthews, ხოლო Augustus Muller ლაივ აკომპანიმენტს უწევდა. პროექტმა ნელნელა მეტი ინსტრუმენტის ჩართვა მოითხოვა, მუსიკა უფრო საცეკვაო გახდა, Matthews კი უფრო დინამიური და სპონტანური. 2014 წლის ზამთრის ერთ მშვენიერ დღეს Jae Matthews-მა და Augustus Muller-მა ექსპერიმენტების კეთება დაიწყეს საუნდზე, ვიდეოსა და ტექსტებზე. ასე იწყება Boy Harsher-ის ისტორია. 2016 წლის ივნისში, Atlanta’s DKA Records-ზე არელიზებენ პირველ და ძალიან სექსუალურ EP-ს – „Lesser Man“. სწორედ ეს ალბომი განსაზღვრავს BOY HARSHER-ის სწორხაზოვან ჟღერადობას, რომელსაც დღემდე უცვლელად მიჰყვებიან.
Boy Harsher-ის მეორე სტუდიურ ალბომში, Yr Body is Nothing, Matthews და Muller კიდევ უფრო ბნელ მხარეს ირჩევენ. ორივე რელიზს აერთიანებს მკვეთრად გამოხატული ახალგაზრდული სულისკვეთება და პროტესტი გარემოს მიმართ.
დუოს უკანასკნელი LP – Careful, Boy Harsher-ის ყველაზე დინამიური ალბომია. Boy Harsher-სთვის Careful წარმოადგენს მცდელობას გაანალიზოს ადამიანის დაკარგვის შედაგად მიღებული ტრავმა წარმოსახვით გაქცევასთან კომბინაციაში.
Boy Harsher ამ წლის მანძილზე ტურზე იყო ამერიკასა და ევროპაში, სადაც მსმენელთა შეფასებით ცოცხლად შესრულებული ალბომი ჩანაწერთან შედარებით უფრო სწრაფი და მძიმეა. Careful ჩაიწერა სახლში, მასაჩუსეთში, ერთი სინთეზატორით და ლეპტოპით. Muller-ისთვის სამუშაო პროცესში უმთავრესი დეტალი მინიმალური სეტაპია. Careful არის მინიმალ სინთ ჩანაწერი, რომელსაც ზურგს უმაგრებს ძლიერი ნარატივი და მკვეთრად აღნიშნავს დუოს მძლავრ დაბრუნებას.