9 ნოემბერს, KHIDI წარმოგიდგენთ აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიას Watershed განახლებულ ფორმატში. ღონისძიება ეხმიანება იუნესკოს მიერ თბილისის, როგორც ახალი მედია ხელოვნების დედაქალაქის სტატუსის მინიჭებას. ღონისძიების მხარდამჭერია თბილისი მერია. აუდიო-ვიზუალური ღონისძიებების სერიის ახალ ეპიზოდში კლუბის სცენას ლაივ შესრულებებით დაიკავებენ: Byetone, Frank Bretschneider და Natalie Beridze, ამასთანავე სპეციალური ვიზუალებით ღამეს გააფორმებს László Bordos
8 ნოემბერს, ვიზუალური ხელოვნების ჟანრის ერთ-ერთი პიონერი, László Bordos გაუძღვება მასტერკლასს თემატიკაზე ‘’3D Mapping’’
László მონაწილეობდა უამრავ გამოფენასა და სახელოვნებო ფესტივალებში, ხოლო 2015 წლიდან იგი ფოკუსირებულია თეატრისა და ოპერის – სიმფონიური კონცერტებისა და ოპერებისათვის ვიზუალის შექმნაში
მასტერკლასი გაიმართება მხოლოდ სფეროს პროფესიონალებისათვის
დამსწრეთა ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
დაინტერესებულმა პირებმა 6 ნოემბრის ჩათვლით მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე:
[email protected]
On November 8th, Hungarian artist László Bordos who with his abstract 3D animations, form-breaking projections, and 3D mapping work, is recognized as one of the pioneers of the genre will hold a masterclass on ‘’3D mapping’’, which will be held only for professionals in the field
The number of places for attendees is limited
Interested persons should write to us at the following address by November 6:
[email protected]